''ეტალონის'' ავტორმა ზუგდიდის საკრებულოში Izrune.ge-ს პრეზენტაცია გამართა
01-11-2017
დაკოპირებულია
-
+
"ეტალონის" შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სტუმრობს. დღეს ''ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდება.
ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე ''ეტალონის'' ავტორმა ზუგდიდის საკრებულოში Izrune.ge-ს პრეზენტაცია გამართა. გოჩა ტყეშელაშვილმა საკრებულოს წარმომადგენლებს ახალი, ინოვაციური პროექტი გააცნო. მოსწავლეთა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი, ინდივიდუალური ტესტირების თანამედროვე საიტი, საპილოტე რეჟიმშია ჩართული და უამრავ სიახლეს სთავაზობს მშობლებს, მოსწავლეებს და საგანმანათლებლო სფეროთი დაინტერესებულ პირებს.
საკრებულოს წარმომადგენლებმა პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს.