სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სოფო გორგოძე აბიტურიენტებს აფრთხილებს - „ინფორმაცია, რასაც Naec-ის ვებ-გვერდზე ნახავთ, ჩარიცხვას არ ნიშნავს“
30-08-2019
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე აბიტურიენტებს აფრთხილებს, რომ Naec-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ავტომატურად სტუდენტები გახდნენ. მისი თქმით, აბიტურიენტებმა უნა მიაკითხონ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს.

„ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მინდა მივაწოდო აბიტურიენტებს. ინფორმაცია, რასაც თქვენ ნახავთ შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე, არ ნიშნავს ჩარიცხვას. ეს არის მხოლოდ ჩარიცხვის უფლების მოპოვება. თქვენ აუცილებლად უნდა მიბრძანდეთ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც ჩარიცხვის უფლება მოიპოვეთ, უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვლებით უნივერსიტეტში ჩარიცხულად. 

ამას გვინდა ხაზი გავუსვათ, რადგან ყოფილა შემთხვევა, როდესაც Naec-ის ვებ-გვერდზე ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციის ნახვის შემდეგ აბიტურიენტს გონებია, რომ ის ავტომატურად ჩარიცხულია კონკრეტულ სასწავლებელში და შემდეგ სწავლის დაწყების დროს აღმოუჩენია, რომ არ არის დარეგისტრირებული. ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ, დაუკავშირდეთ იმ სასწავლებელს, რომელშიც ჩარიცხვის უფლება მოიპოვეთ“,-განაცხადა გორგოძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ცნობითვე, 2019 წელს აბიტურიენტების უმეტესობამ უპირატესობა ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის და დიპლომირებული მედიკოსის მიმართულებებს მიანიჭა.

ასევე იხილეთ: 2019 წლის ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია - ინფორმაცია ჩარიცხვებისა და გრანტის მოპოვების შესახებ 

2019 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად, 28 740 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა 

რამდენმა აბიტურიენტმა მოიპოვა 100, 70 და 50%-იანი გრანტი?! - ეროვნული გამოცდები 2019

მინიმალური საგრანტო ქულები საგნების მიხედვით 

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გათანაბრებული ქულები

2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე ზღვარგადალახული აბიტურიენტების 2% სტუდენტი ვერ გახდა

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელების რეგისტრაცია და რა დოკუმენტებია საჭირო?!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება