სიახლეები
სიახლეები

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელების რეგისტრაცია და რა დოკუმენტებია საჭირო?!
25-08-2019
-
+


ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად აბიტურიენტების ინტერესის საგანს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადები და სწავლის დაწყების თარიღი წარმოადგენს.

etaloni.ge გთავაზობთ სასწავლო წლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით უნივერსიტეტების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას (თუ თქვენთვის სასურველი უნივერსიტეტის შესახებ ვერ ნახეთ ინფორმაცია ჩვენ მიერ შემოთავაზებულ მასალაში, მიმართეთ კონკრეტულ უნივერსიტეტს):

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  - ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმების ვადად 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლით (სწავლის საფასურის გადახდა) პერიოდია განსაზღვრული; აკადემიური რეგისტრაცია - 9-დან -16 სექტემბრის ჩათვლით(სასურველ ფაკულტეტზე ძირითადი და არჩევით საგნების დამატება საკუთარ ბაზაში) გრძელდება. სასწავლო წელი 16 სექტემბერს დაიწყება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში - რეგისტრაცია იწარმოებს 2019 წლის 2 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით. სწავლა დაიწყება 7 ოქტომბერს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში - რეგისტრაციის ვადები: 9-13 სექტემბერი (9:00-17:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა). სასწავლო წელი 16 სექტემბრიდან იწყება.

საქართველოს უნივერსიტეტში - ადმინისტრაციული რეგისტრაცია განხორციელდება 2-დან 12 სექტემბრის ჩათვლით. სწავლა 16 სექტემბერს დაიწყება.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში - პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 3 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით. სწავლის დაწყების თარიღია 9 სექტემბერი.

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტში - პირველკურსელთა რეგისტრაცია განხორციელდება 2 ეტაპად: პირველი ეტაპი მოიცავს ელექტრონულ რეგისტრაციას, რომელიც დაიწყება 7 სექტემბერს 10:00 საათზე და დასრულდება 9 სექტემბერს 18:00 საათზე,
მეორე ეტაპი მოიცავს უნივერსიტეტში მოსვლას, ხელშეკრულების გაფორმებას და ინგლისური ენის დონის განმსაზღვრელ ტესტირებას. 

მეორე ეტაპი მოიცავს უნივერსიტეტში მოსვლას, ხელშეკრულების გაფორმებას და ინგლისური ენის დონის განმსაზღვრელ ტესტირებას. მეორე ეტაპი ჩატარდება 11, 12 და 13 სექტემბერს.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში - აბიტურიენტებმა, რომლებმაც მოიპოვეს  რობაქიძის უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის უფლება, უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია მ/წ 2 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, 11:00-დან 18:00 საათამდე.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში - აბიტურიენტების რეგისტრაციის ვადა 2 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სასწავლო წელი კი 23 სექტემბერს დაიწყება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში - პირველსემესტრელთა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაცია იწარმოებს  9 სექტემბრიდან  21  სექტემბრის ჩათვლით. სასწავლო წელი 23 სექტემბერს დაიწყება .

ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში - ადმინისტრაციული რეგისტრაცია პირველკურსელებისთვის 2-დან - 13 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება; საუდიტორიო მეცადინეობა 16 სექტემბერს იწყება.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში - პირველი კურსის სტუდენტებისათვის რეგისტრაცია დაიწყება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საბოლოო სიების გამოქვეყნებისთანავე და გაგრძელდება 11 სექტემბრის ჩათვლით. სწავლა დაიწყება 16 სექტემბერს.

თბილისის ვ, სარაჯვიშვილი სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში - სტუდენტთა აკადემიური/ადმინისტრაციული რეგისტრაცია იწარმოებს 02 სექტემბრიდან – 09 სექტემბრის ჩათვლით. სასწავლო წელი 16 სექტემბერს დაიწყება.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში - რეგისტრაცია 5 – 11 სექტემბრის ჩათვლით იქნება, ხოლო სწავლა 23 სექტემბერს დაიწყება.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში - პირველკურსელთა აკადემიური და ადმინისტრაციული (ფინანსური) რეგისტრაცია იწარმოებს ფაკულტეტების მიხედვით 2 სექტემბრიდან 12  სექტემბრის ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე . სასწავლო პროცესი დაიწყება 16 სექტემბერს.

უნივერსიტეტში წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);
  • ორი ცალი ფოტოსურათი (3x4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ცნობისთვის, ცალკეულ უნივერსიტეტში შესაძლებელია ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა დამატებითი ინფორმაციის წარდგენას ითხოვდეს უმაღლესი, ამიტომ პირველკურსელებს ვურჩევთ აღნიშნულის შესახებ დეტალური ინფორმაცია იმ უნივერსიტეტების ვებ-გვერდებზე მოიძიონ, სადაც ჩაირიცხებიან.

etaloni.ge გისურვებთ წარმატებებს!


კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

ორ სკოლაში დასაქმებული მასწავლებლებისთვის - სამინისტროს განმარტება

ანაზღაურება 3300 ლარია - რა პოზიციაზე აცხადებს ვაკანსიას მანდატურის სამსახური 

ასაშენებელი და გასარემონტებელი სკოლების პრიოტიტეტულ სიას განათლების სამინისტრო ადგენს

არჩევანის გაკეთების ვადა დღეს, 1-ელ ნოემბერს იწურება - emis ინფორმაციას ავრცელებს

მასწავლებლებმა, აღზმრდელებმა, დირექტორებმა ქონების გადასახდი უნდა გადაიხადონ, თუ... - ფინანსთა სამინისტრო განმარტავს

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

„ვუსურვებთ მომავალ წარმატებებსა და ახალ მიღწევებს სპორტულ და საგანმანათლებლო სფეროებში“

საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება