სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა საკითხები შეხვდათ აპლიკანტებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტში - შეფასებები
17-07-2019
-
+


დღეს გამოცდებში მონაწილეობა მაგისტრანტობის მსურველებმაც მიიღეს. მათ B ტიპის ტესტი  (წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა) წერეს. 

როგორც გამოცდიდან გამოსულმა აპლიკანტებმა etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადეს, ტესტი რთული არ იყო.

„წაკითხული ერთი ტექსტის  გააზრება ემოციურ ინტელექტზე იყო, მეორე - ენის წარმოშობაზე, მესამე არ მახსოვს. დასაწერი თემა ძალიან საინტერესო იყო - უნდა დაიშვას თუ არა ლიტერატურულ მაღაზიებში კაფეები და სუვენირების გაყიდვა. სირთულით არ გამჭირვებია. საინტერესო გამოცდა იყო“,- განაცხადა თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა.

„ბავშვებზე იყო ერთი ტექსტი - როგორ ასწავლიან წერას. ასევე, პირველყოფილმა ადამიანებმა როგორ დაიწყეს წერა-კითხვა. თემა იყო წიგნების მაღაზიაში უნდა იყოს თუ არა კაფე. წაკითხულის გააზრება უფრო რთული იყო“,- გვითხრა მაგისტრანტობის მსურველმა.

„ძალიან მარტივი იყო, არც ერთი ნაწილი არ გამჭირვებია. თემა იყო წიგნის სახლში კაფის გახსნა თუ არის რეკომენდირებული. კრიტიკა იყო  - სკოლაში, რაღაც გადაწყვეტილება მიიღეს და სწორი იყო თუ არაო. ტექსტების გააზრება რაზე იყო მაგას ახლა ვერ მოგიყვებით, მაგრამ რთული ნამდვილად არ ყოფილა“, -  გვითხრა თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა.

„​საშუალო სირთულის იყო. ერთი თემა იყო წიგნების მაღაზიაში უნდა გაიხსნას თუ არა კაფე და სუვენირების მაღაზია. მეორე თემა იყო - უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, უფრო კომფორტული სამეცადინო ადგილები გაიხსნა სტუდენტებისთვის, თუმცა, ამის მიუხედავად, სტუდენტებმა სწავლის გაუმჯობესების მაგივრად, შედეგები გააუარესეს და რატომ მოხდა ასეო ანუ რატომ გამოიწვია ამ გადაწყვეტილებამ სტუდენტების გაზარმაცება. გააზრება იყო ენის წარმოქმნის თეორიებზე. სხვადასხვა მეცნიერის მოსაზრებები იყო მოყვანილი. მეორე იყო ბავშვი როგორ იწყებს წერას, ჯერ ხატავს და შემდეგ ნელ-ნელა იწყებაო და ამაზეც სხვადასხვა მეცნიერის კვლევები იყო მოყვანილი. მესამე აღარ მახოვს. საერთო ჯამში, საშუალო სირთულის ტესტი იყო“,- განაცხადა მაგისტრანტობის მსურველმა.

დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 87%-მდე აპლიკანტი გამოცხადდა დღევანდელ გამოცდაზე. წელს საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 12 000-მდე კანდიდატმა გაიარა.

ასევე იხილეთ: საერთო სამაგისტრო გამოცდის განრიგი


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დღეს ქართული ენის გამოცდა 30-მა ბრალდებულმა ჩააბარა, მათგან 10 გოგოა

„მოიდა ჯაყოიიი... დიდი დაბრუნება 2022 წლის შემდეგ“ - მეორე ვარიანტის საკითხი ცნობილია

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

დიდი შოთა და გმირთა ვარამი პირველ გამოცდაზე - საკითხები ცნობილია

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლის ცხოვრებაში პირველი ნაბიჯები ყოველთვის განსაკუთრებულია, თუმცა ანბანის გაცილების დღესასწაული თითოეული მოსწავლისთვის უდიდესი ეტაპის დასაწყისია

თასი და მადლობის სიგელი გადაეცა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლის დირექტორს

 

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება