| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია 6 ივლისიდან დაიწყება.
როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - kids.org.ge.
„აღსაზრდელთა რეგისტრაცია იქნება ელექტრონული და დაიწყება ივლისში. რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე. რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყება 6 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 12 ივლისის 00:00 საათამდე. რეგისტრაციას გაივლიან შემდეგი მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები: თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; თბილისში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები. ასევე, თბილისში რეგისტრირებული მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები; სამხედრო მოსამსახურეთა შვილები; დედ-მამიშვილები; ბაღების თანამშრომელთა შვილები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება რეგისტრაციის მეორე ეტაპს, მისი ინფორმაციით, 13 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყება და 19 ივლისის 00:00 საათამდე გაგრძელდება.
„მეორე ეტაპზე დარეგისტრირდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები, ხოლო მესამე ეტაპი დაიწყება 20 ივლისს, 10:00 საათზე და ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაციას შეძლებს 2-დან 6 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი რეგისტრაციის ადგილის განურჩევლად. რეგისტრაციის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ ბაღების სააგენტოს, ასევე თბილისის მერიის ცხელი ხაზის მეშვეობით“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 6 ივლისს იწყება - ეტაპები და სხვა დეტალები ცნობილია
„მე თქვენ მეამაყებით, ჩემო პატარა შვილებო, ჩვენო მომავალო თაობავ!“
ილია ჭიპაშვილმა 50-დან 50 ქულა მოიპოვა
დამრიგებელმა ბავშვებს პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა და ბავშვები დიპლომებითა და მედლებით დააჯილდოვა