სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებში სამეურვეო საბჭოს წევრთა დანიშვნა და ბაღის აღმზრდელთა ჯანდაცვის ხელშეწყობა - კიდევ რა დაევალა მერიის სტრუქტურულ ერთეულს
22-06-2026
-
+


დამტკიცდა ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის –  კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება, რომლის მოვალეობებშიც, სხვადასხვა საკითხებთან ერთად, შედის საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს წევრების დანიშვნის თაობაზე წინადადების მომზადება, სკოლამდელ დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისთვის სპეციალურ სამსახურებთან თანამშრომლობა, ბაღების დირექტორებისა და აღმზრდელებისთვის ტრენინგებში ჩართვის ხელშეწყობა, ასევე ბავშვთა, პედაგოგთა და სხვა პერსონალის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება.

სამსახურის ფუნქციებია:

ა) ხონის მუნიციპალიტეტში კულტურის მემკვიდრეობის დაცვის მიზნით წინადადების მომზადება, პროგრამებისა და გეგმის შემუშავებისა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) საზღვარგარეთისა და საქართველოს ქალაქებთან, მათ შორის, დაძმობილებულ ქალაქებთან, კულტურისა და კულტურული  მემკვიდრეობის კუთხით ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში;

გ) კულტურის სფეროში მოღვაწე პირებისათვის საპატიო წოდებების მინიჭებისა და მათი ჯილდოებზე წარდგენის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა, კანონით დადგენილი წესით.

დ) ხონის მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების  ხელშეწყობა კომპეტენციის  ფარგლებში;

ე) სპორტის ობიექტების რეაბილიტაციის პროგრამებისა და გეგმების  შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, სპორტის განვითარების მიზნით პროგრამების  განხორციელების ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) მოსახლეობის ფიზიკური გაჯანსაღებისა და  სპორტის განვითარების მიზნით პროგრამების შემუშავება და რეალიზება;

ზ) საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან, ფედერაციებთან და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში;

თ) სპორტის სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;

ი) სპორტის სფეროში მოღვაწე პირებისათვის საპატიო წოდების მინიჭებისა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში;

კ) მუნიციპალიტეტში არსებულ სკოლამდელ და სკოლისგარეშე დაწესებულებებში ერთიანი პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში, განათლების სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში;

ლ) განათლების სფეროში პროგრამების პროექტების შემუშავება და კოორდინაცია კომპეტენციის ფარგლებში;

მ) სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების სათანადო ფუნქციონირების მიზნით წინადადებების მომზადება და კონცეფციების შემუშავება.

ნ) მომავალი თაობის პრობლემების გამოვლენა, შესწავლა და მათი გადაჭრისთვის ზრუნვა კომპეტენციის ფარგლებში;

ო) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვთა, პედაგოგთა და სხვა პერსონალის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება და რეალიზების ხელშეწყობა;

პ) საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის მიზნით თანამშრომლობა შესაბამის სამსახურებთან, კომპეტენციის ფარგლებში;

ჟ) ნიჭიერ, პერსპექტიულ ხელოვანთათვის, სპორტსმენთათვის, ასევე სხვადასხვა ტიპის  სასწავლებლების წარჩინებულ სტუდენტთათვის დახმარების გაწევის ორგანიზება;

რ) მუნიციპალიტეტის მასშტაბით ღონისძიებების მოწყობა სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვთა მონაწილეობით;

ს) განათლების სფეროს ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით წინადადებების მომზადება და მათი განხორციელების ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში;

ტ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს წევრების დანიშვნის თაობაზე წინადადების მომზადება;

უ) აღზრდისა და სწავლების ახალი მიდგომებისა  და ტექნოლოგიების პრაქტიკაში დანერგვის მიზნით სკოლამდელი დაწესებულებების ხელმძღვანელების, პედაგოგებისა და მასთან გათანაბრებული პირების (მეთოდისტი, ფსიქოლოგი, ლოგოპედი) ტრენინგებში მონაწილეობის ხელშეწყობა;

ფ) ტურიზმის განვითარებისათვის ხელშეწყობა;

ქ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებათა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება