| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების მინისტრის გივი მიქანაძის ბრძანებით მოადგილეების რაოდენობა გაეზარდა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსს.
22 ივნისის ბრძანებით განისაზღვრა, რომ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსს 4 მოადგილე ეყოლება, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
აღსანიშნავია, ისიც, რომ წელს უკვე მეორედ გაეზარდა მოადგილეების რაოდენობა emis-ის ხელმძღვანელს.
2025 წლის 22 ივლისს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსს 2 მოადგილე ყავდა, 2026 წლის 27 თებერვლის ბრძანებით, მოადგილეების რაოდენობა 3 გახდა, ხოლო 2026 წლის 22 ივნისს გამოქვეყნებული ბრძანებით მოადგილეების რიოცხოვნობა 4-მდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი გიორგი არსოშვილია, რომელიც თანამდებობაზე 1-ელ ივნისს დაინიშნა.
საიტზე გამოქევყნებული ინფორმაციის მიხედვით მისი მოადგილეები არიან: რუსუდან კახიშვილი, მაია სიმონიძე, დავით ტატიშვილი. ვინ იქნება მეოთხე მოადგილე ამ ეტაპზე უცნობია.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი