| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს. ბალდებულები არასრულწლოვან შვილებს ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით, ბათუმში, ტურისტულ ადგილებსა და სხვა ტერიტორიაზე, მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ. ასევე დგინდება, რომ შეგროვილ თანხას ბრალდებულები ისაკუთრებდნენ.
„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ტრეფიკინგის გეგმა შეიმუშავეს, რომელშიც საკუთარი არასრულწლოვანი შვილები ჩართეს.
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები არასრულწლოვან შვილებს ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით, ბათუმში, ტურისტულ ადგილებსა და სხვა ტერიტორიაზე, მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ. ასევე დგინდება, რომ შეგროვილ თანხას ბრალდებულები ისაკუთრებდნენ.
სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი არა ერთი მტკიცებულება მოიპოვეს.
ამ ეტაპზე, დაზარალებული არასრულწლოვნები სახელმწიფო ზრუნვის სერვისცენტრებში არიან განთავსებულნი და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს სხვადასხვა კატეგორიის, მათ შორის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ შესაბამისი საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების გატარებას“, - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი