სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აპლიკანტებმა საბოლოო არჩევანი 29 ივნისის ჩათვლით უნდა დაადასტურონ - დეტალური ინფორმაცია ცნობილია
26-06-2026
-
+


განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საბოლოო ეტაპს იწყებს 
 
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა 26-დან 29 ივნისის ჩათვლით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პლატფორმაზე - vet.ge - საბოლოო არჩევანი უნდა დაადასტურონ.
 
აპლიკანტებმა, რომლებმაც რეგისტრაციისას რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აირჩიეს და ერთზე მეტ პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს, საბოლოო არჩევანი მხოლოდ იმ ერთ პროგრამაზე უნდა გააკეთონ, რომელზეც სწავლის გაგრძელებას გეგმავენ.
 
ჩარიცხვის უფლების მქონე აპლიკანტები პლატფორმაზე ასევე მიიღებენ ინფორმაციას საკუთარი რეიტინგული ქულისა და რეიტინგულ სიაში დაკავებული ადგილის შესახებ.
 
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მოუწოდებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ ყველა აპლიკანტს, დროულად გაეცნონ საკუთარ რეიტინგულ ქულასა და რეიტინგულ სიაში დაკავებულ პოზიციას პლატფორმაზე - vet.ge და დადგენილ ვადაში დაადასტურონ საბოლოო არჩევანი.
 
აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, აპლიკანტი შესაბამის პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას დაკარგავს.
 
რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად, დაუკავშირდით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას: (+995 32) 2200 220 info@emis.ge

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება