სიახლეები
სიახლეები

„ზოგადი უნარების გამოცდაზე მართლა ტაშფანდურით შესული, ტირილით გამოვედი“ - აბიტურიენტების შეფასებები სოციალური ქსელიდან
04-07-2019
-
+


მიმდინარე წლის 3-4 ივლისს აბიტურიენტებმა ზოგადი უნარების გამოცდა ჩააბარეს. როგორც აბიტურიენტების უმეტესობა ამბობს,  3 ივლისს, ზოგადი უნარების ტესტის II ვარიანტი რთული იყო და გარტყმით შემოხაზეს, რადგან ვერბალურ ნაწილში დრო არ ეყოთ.

გთავაზობთ სოციალური ქსელიდან აბიტურიენტების შეფასებებს:

  • „Naec ეს რა საშინელება გააკეთეთ? რას გვერჩოდით მეორე ვარიანტის ბავშვებს? თან უმრავლესობა მათემატიკას აბარებს და რას მივაწეროთ ის, რომ პირველად მთელი გამოცდების განმავლობაში არჩევითი საგანი სავალდებულოზე წინ გაუშვით?  ან იმ ბავშვებმა რა დააშავეს, ვინც მათემატიკას არ აბარებს?  ეს იყო სისასტიკე! არც ერთ ნაწილში დრო არ მეყო! წლებია ყველა იმას გაიძახის, რომ დრო არ ყოფნით. მოდით აბა იმ ერთ საათსა და ოცდათხუთმეტ წუთში თქვენ მოასწარით ორი უსაზიზღრესი ტექსტის გააზრება, ლოგიკა, წინადადებები და 40 ამოცანის ამოხსნა! ხვალ მათემატიკა მაქვს და ვფიქრობ, საერთოდ წავიდე. რომელი მოტივაციის ამაღლებაზე გაქვთ საუბარი საერთოდ?“...
  • „ძალიან რთული იყო.ბარიერს გადავლახავ იმედი მაქვს“...
  • „ყველაზე ცუდი ისაა, რომ მთელი წლის განმავლობაში მეცადინეობ და იცი როგორც უნდა გააკეთო ამოცანა და ამ დროს არ გყოფნის დრო და გიწევს გარტყმით დაწერო. აი, ესაა ტრაგედია“...
  • „ყველა ამოცანის გამომყვანი ვიყავი მათემატიკურში და დრო არ მეყო. გარტყმით დავწერე. საშინლად მძიმე მომენტია“...
  • „დრო არ არის საკმარისი. დრო რომ მქონოდა უკეთ გავიაზრებდი და სირთულეზე ხმასაც არ ამოვიღებდი, მაგრამ დროც რომ არ არის და ამავდროულად უსაზიზღრესი ტესტი გიდევს წინ“...
  • „ყველა ჩემს დღეში ყოფილა. ეს რა იყო ხალხო? თავი სიზმარში მეგონა...გაგვიჩალიჩეს უეჭველი“...
  • „წელს რომ დაიდება ბანძი ქულები და ბევრიც გარეთ დარჩება (მათ შორის მეც), გააპრავებენ თავის უაზრო გადაწყვეტილებას უნარების მოხსნის თაობაზე. აი ნახეთ, ხალხი ვერ აბარებს და არაა საჭიროო. არადა, კარგი გემრიელი ტესტი რომ ჩაეგდოთ, როგორც წინა წლებში, ასე ხო არ მოხდებოდა“...
  • „ორივეს თანაბრად ვაკეთებ სახლში, 54-57-მდეც. იქ ვერ დავწერე, მეხუთე დავალების მერე რომ გავიჭედეეე, ვკანკალებდი, თვალცრემლიანი ვუყურებდი მონიტორს. არც მახსოვს რაზე იყო ტექსტი“...
  • „მეორე ვარიანტელების ემოციების ფონზე დასკვნა არ გამოიტანოთ, პირველი ვარიანტი ვიყავი და ჩემი ვარიანტი რომ დაეწერათ, იმაზეც მასე დაწერდა ყველა. ასე რომ სანერვიულო არაფერია“...
  • „4 ვარიანტი ვარ და ისე დავიზმენდი მგონი, სჯობს გავთხოვდე“....
  • „გამოცდა არ იყო რთული... უბრალოდ, ოდნავ აკონტროლეთ ვერბალური ნაწილის დრო... წარმატებები ყველას“...
  • „ვარჩევ საცოლეს... შეგიძლიათ დაპლიუსდეთ, ვისაც დიდი იმედი აღარ გაქვთ“...
  • „უნარებზე შევედი მგელივით და გამოვედი კრავივით“...
  • „აბა,საბერძნეთში ვინ მოდის მოხუცის მოსავლელად?“
  • „უნარების მეორე ვარიანტმა რა დავაშავეთ?“
  • „გამარჯობა. მთელი წელი იმისთვის ვათენე და იმისთვის ვიტანჯე, რომ გამოცდაზე გარტყმით მეხაზა პასუხები... ნახვამდის“...
  • „გამოცდიდან გამოსულს ჯგუფელი მეკითხება: -აუ ნერვიულობისგან დამავიწყდა ბოლო ტექსტის გააზრებაში რაზე იყო საუბარი და ხო არ გამახსენებ? -ჰმმ...არ წამიკითხავს... აი, ასე დავემშვიდობეთ ერთმანეთს. (პ.ს მეც რისთვის ვათენე ღამეები ბიჭოოს)“...
  • „სულხან კვერნაძის სახელობის უნივერსიტეტი ხო არ დავაარსოთ, ვინც ვერ ვთხოვდებით“...
  • „ეს უნარების მეორე ვარიანტი ვინც შეადგინა, სრულიად მეორე ვარიანტელი აბიტურიენტების ჩაჭრა ჰქონდა მიზნად თუ რა არის? მითხარით რომ მარტო მე არ გამიჭირდა“...
  • „მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ნაკლებად ზოგადი უნარების მეშინოდა, კატასტროფა იყო ეს - მართლა ტაშფანდურით შესული, ტირილით გამოვედი“...
  • „ერთი ის გოგო დამითაგეთ რა, ბატიაშვილის ფოტო რომ ეყენა ტელეფონზე, ჩემი გმირია და საუკეთესო მინისტრიაო, მაინტერესებს ისევ იმავეს ფიქრობს თუ არა?“
  • „აქციებისთვის მზად ხართ?“
  • „ვერბალური ისე რთული იყო, 20 წუთით ადრე დავამთავრე“...
ასევე იხილეთ: 2019 წლის ზოგადი უნარების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები და პასუხები

არის თუ არა წელს ზოგადი უნარების გამოცდა გართულებული? - Naec-ის პასუხი აბიტურიენტებს

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა ტესტირებისას უნდა დაიცვან

ვისთვის იქნება სავალდებულო სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლა - დეტალები ბრძანებით განისაზღვრა

პიროვნება
„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

 წესის საჯარო სკოლაში III და IV კლასის მოსწავლეებმა ცნობილი ზღაპრის გმირები გააცოცხლეს და სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაასრულეს 

სპექტაკლ „იავნანას" ჯადოსნურმა ჰანგებმა დაატკბო მაყურებელი
 

სკოლის ეზოში ბავშვებს მიესალმნენ საყვარელი მულტფილმების გმირები

საინტერესო

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

ხელოვნური ინტელექტის საფუძვლების შესწავლას საშუალო და მაღალი კლასების მოსწავლეები ონლაინ შეძლებენ

სიახლეები
საზოგადოება