| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სოციალურ ქსელში აბიტურიენტები აქტიურად წერენ, რომ წელს ზოგადი უნარების გამოცდა გართულებულია. აბიტურიენტებს ეხმაურება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე და აცხადებს, რომ წელს ზოგადი უნარების ტესტს ცვლილებები არ შეხებია, მათ შორის სირთულის თვალსაზრისითაც.
„ზოგადი უნარების ტესტს წელს ცვლილებები არ შეხებია, მათ შორის სირთულის თვალსაზრისითაც, რაც შეეხება დროს, მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის ტესტის დავალებების დაწერა აბიტურიენტმა მოკლე დროში მოასწროს. აპლიკანტის გარკვეული უნარების შესამოწმებლად, ეს აუცილებელი პირობაა“,- პასუხობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს.
აქვე გთავაზობთ ზოგადი უნარების გამოცდასთან დაკავშირებით აბიტურიენტების შეფასებებს სოციალური ქსელიდან:
„ჩვეულებრივი მორალური წნეხია ორი ტექსტის, 8 ლოგიკისა და წინადადებების დაწერა 1.35 წუთში ისიც სრულად არა, რადგან პასუხების გადატანაც საჭიროა. იხურება ვერბალური და იხსნება მათემატიკური, ყველანაირი დამხმარე მოწყობილობის გარეშე 1.35 წუთში ვანგარიშობთ ათასებზე, ათიათასებზე ან თუნდაც ძალიან მცირე რიცხვებზე, ვსვამთ ყველა პასუხს და თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი საკმარისია ? სრული მარაზმია ასეთ პირობებში ბავშვის შესაძლებლობების გამოცდა“...
„ასეთი საშინელი ტესტები რა შეიტანეთ გამოცდაზე ბავშვებს სახეზე ღიმილი რომ გაუქრეთ?“...
„ვფიქრობ, უნარების მოთხოვნა იმ დონეზე, რა დონეზეც წელს მოითხოვეთ, ჯერ ძალიან ადრეა ჩვენი განათლების სისტემის ფონზე. შესაბამისად, ამ ტიპის ტესტების შედგენა წლევანდელი ნაკადისათვის ან სრული უმეცრება ან განზრახული ბოროტებაა თქვენი მხრიდან“.
„გუშინ 2 საათზე შესული ბავშვები გამოვიდნენ დასტრესილები არაადამიანური სახეებით, ნამდვილად ძალიან გართულებული იყო, წინა წლებთან შედარებით და ჩემი აზრით, ალბათ, სახელმწიფოს აღარ აქვს სურვილი, გრანტების გაცემის“...
„რა საშინელება იყო უნარები. თან დრო არასაკმარისი. იქნებ დრო დაკლების ნაცვლად მოგემატებინათ. იფიქრეთ აბა ამაზეც“...
ასევე იხილეთ: „ზოგადი უნარების გამოცდაზე მართლა ტაშფანდურით შესული, ტირილით გამოვედი“ - აბიტურიენტების შეფასებები სოციალური ქსელიდან
2019 წლის ზოგადი უნარების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები და პასუხები
წინ კი უამრავი გეგმა, მიზანი და წარმატებაა
შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან
9 იანვრიდან ამინდი აირევა: მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, თოვლი და ქარბუქი - გარემოს ეროვნული სააგენტო
ხელფასები იცვლება საათობრივი და დღიური დატვირთვის მიხედვით - განათლების სამინისტროს რომელი უწყების თანამშრომლებს ექნებათ განსხვავებული ანაზღაურება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს
ქარცეფის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა გულთბილად მიულოცეს მაყურებელსა და სრულიად საქართველოს შობა-ახალი წელი