სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ ნიჭიერების ცნობადობას ემსახურება“ - ლანჩხუთი ჩემპიონატის მეორე ტურის მოლოდინშია
09-04-2019
-
+


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 4 აპრილს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური 9 მაისს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.

Etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ქეთევან ებრალიძე:

„წლებია, „ეტალონთან“ სიამოვნებითა და წარმატებით ვთანამშრომლობთ. ყოველთვის მაღალია მოსწავლეთა ინტერესი და ჩემპიონატში ჩართულობა. ნამდვილად არ ვართ ასეთი შემეცნებითი, მამოტივირებელი და წინსვლაზე ორიენტირებული პროექტებით განებივრებულნი. წარმატებული პირველი ტურის შემდეგ მოუთმენლად ველით მუნიციპალიტეტში „ეტალონის“ სტუმრობას.“

ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნინო ჩიტაძე:

„ჩვენს სკოლებში ტესტირების პირველი ეტაპი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით, შეფერხებების გარეშე, მშვიდ და ობიექტურ გარემოში წარიმართა. ყოველთვის დიდია ჩემპიონატით დაინტერესება ახალგაზრდების მხრიდან. „ეტალონი“ მათ კონკურენტუნარიან გარემოში საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას აძლევს და სწავლის მოტივაციას უღვივებს. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ახალგაზრდებს და ეროვნულ ჩემპიონატს.“

ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის დირექტორი მაია ჯიმშელეიშვილი:

„ეტალონი“ არაფორმალური განათლების საუკეთესო გამოვლინებაა. მრავალმხრივი ტესტები ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საკითხების გარდა ზოგად განათლებასა და სააზროვნო კითხვებს მოიცავს, რისი წარმატებით დაძლევაც მოსწავლეებს დიდ გამოცდილებასა და სტიმულს აძლევს მომავალი წარმატებებისთვის. წლებია, „ეტალონთან“ და ახლა უკვე Izrune.ge-სთან ვთანამშრომლობთ და პროექტებთან ერთად აქტიურად ვუწყობთ ფეხს საგანმანათლებლო ინოვაციებს.“

ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ეკა ცინცაძე:

„ტესტირების პირველი ეტაპი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. „ეტალონი“ კონკურენტუნარიან და ობიექტურ გარემოში ბავშვებს ცოდნის გამოვლენის საშუალებას აძლევს და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე გამოცდილების დაგროვებაში ეხმარება. ვგულშემატკივრობ პროექტსა და ჩვენს ახალგაზრდებს.“

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ კილაძე:

„ეტალონი“ არა მხოლოდ მოსწავლეებისთვისაა დიდი გამოცდილება და წინსვლა, არამედ, სკოლასაც მნიშვნელოვანი ანალიზის გაკეთების საშუალებას აძლევს და გვიჩვენებს რა მხრივაა გასაძლიერებელი მუშაობა. საინტერესო და მრავალმხრივი ტესტებით ახალგაზრდებმა საკუთარი ცოდნა გამოსცადეს, ჩვენ კი სწავლების ეფექტური და გასაუმჯობესებელი საკითხები დავინახეთ. საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს, გული მწყდება, რომ რამდენიმე მაღალქულიანმა მოსწავლემ კონკურსში მონაწილეობისგან თავი შეიკავა და ტესტი მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებში დასარწმუნებლად დაწერა.“

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის  „ეტალონის“ პედაგოგი თამარ რუსია:

„ეტალონი“ თვითანალიზის საუკეთესო საშუალებაა. ჩემპიონატი მრავალმხრივი და საინტერესო ფორმატით მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების განსაზღვრის საშუალებას აძლევს. მათ მრავალმხრივ უნარს უვითარებს და მომავალი წარმატებების მიღწევაში ეხმარება.“

ჭანჭათის საჯარო სკოლის დირექტორი და „ეტალონის“ პედაგოგი ილია ვადაჭკორია:

„ტესტირებამ მშვიდ და ობიექტურ გარემოში ჩაიარა, მაღალი იყო მოსწავლეთა ინტერესი ჩემპიონატის მიმართ. „ეტალონი“ ახალგაზრდებს სწრაფი, ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარს უვითარებს, კონკურენტუნარიან გარემოში საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას ასწავლის და სამომავლო წარმატებებისთვის ამზადებს. ვგულშემატკივრობ განათლებულ თაობასა და ეროვნულ ჩემპიონატს.“

ჩიბათის საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა იმნაიშვილი:

„ეტალონი“ საგნობრივი ცოდნის გარდა მოსწავლისგან ლოგიკურ აზროვნებას მოითხოვს და მას კონკურენტუნარიან გარემოში შესაძლებლობების მობილიზაცია-წარმოჩენაში ეხმარება. ტრადიციულად მაღალი იყო ბავშვების ინტერესი და ჩართულობა პირველ ტურში, ტესტების შესრულების შემდეგ აქტიურად განიხილავდნენ საკითხებს პედაგოგებთან, იღრმავებდნენ ცოდნას. შემეცნების მოტივაციის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენც გვერდში ვუდგავართ „ეტალონს“ მომავლის საქმეში.“

ჩიბათის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნატო ჩიჩუა:

„ეტალონი“ განათლების საჭიროებაში არწმუნებს ახალგაზრდებს. შემეცნებითი და მამოტივირებელიმიდგომებით მოსწავლეები ჩემპიონატში დიდი ინტერესით ერთვებიან, საკუთარ შესაძლებლობებს ცდიან და დიდ გამოცდილებას იღებენ სამომავლო წინსვლისთვის. ჩემპიონატში ჩვენს ბავშვებს არაერთხელ უასპარეზიათ წარმატებით, ახლაც მოუთმენლად ველით „ეტალონის“ სტუმრობას და მოწინავე რიგების დაკავებას.“

ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი და„ეტალონის“ პედაგოგი თამარ თოხაძე:

„მიუხედავად იმისა, რომ მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ, ჩვენი ბავშვები დიდი ინტერესითა და აქტივობით ერთვებიან „ეტალონში“ და წარმატებითაც ასპარეზობენ. მივესალმებით პროექტს, რომელიც მოსწავლეთა მრავალმხრივი უნარის განვითარებას  ემსახურება, მათ მცირე დროში ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებასა და შესაძლებლობების კონცენტრირებას ასწავლის. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მოსწავლეებს ჩემპიონატთან ერთად.“

ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ირინე შარაბიძე:

„ეტალონში“ მონაწილეობის მრავალწლიანი და წარმატებული გამოცდილება გვაქვს, ჩვენი მოსწავლეები მოწინავე ადგილებს იკავებენ ჩემპიონატში, შესაბამისად მაღალია ინტერესი და ჩართულობა ახალგაზრდების მხრიდან. მივესალმებით პროექტის შემეცნებით-მამოტივირებელ მიდგომებს, ჩემპიონატი თავდაჯერებულობას მატებს ბავშვებს, მათ განათლებას ახალისებს და ნიჭიერების ცნობადობას ემსახურება.“

ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ია კობალავა:

„არაჩვეულებრივ პროექტში ჩვენი მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან. „ეტალონმა“ შემეცნებითი და მამოტივირებელი მიდგომებით ძალიან შეაყვარა ახალგაზრდებს თავი, მათ წარმატებისთვის საჭირო უნარები განუვითარა და მეტად თამამი და თავდაჯერებული გახადა. წარმატებებს ვუსურვებ ჩეპიონატს ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად.“

წყალწმინდის საჯარო სკოლის დირექტორი ნანი ჯიქია:

„ეტალონთან “ ერთად მოსწავლეებს ლოგიკურად აზროვნების უნარი უყალიბდებათ, სწრაფად ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას სწავლობენ, გამორიცხვის მეთოდით სწორ პასუხამდე მისვლას ეჩვევიან და თავდაჯერებულები ხდებიან. ვგულშემატკივრობთ შემეცნებით-მამოტივირეველ ჩემპიონატს და წარმატებებს ვუსურვებთ ახალგაზრდებს.“ 

წყალწმინდის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი რუსუდან მეგრელიშვილი:

„სკოლა და მოსწავლეები საგანმანათლებლო ინოვაციებში აქტიურად და წარმატებით ერთვებიან. წინა წელს „ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული ჩვენმა ბავშვმა მოიპოვა. ყოველთვის მაღალია ინტერესი ჩემპიონატის მიმართ, ამასთან, აქტიურად ვერთვებით Izrune.ge-ში და ვზრუნავთ განათლებულ, ბედნიერ მომავალზე. ვისურვებდი, რომ „ეტალონი“ სატელევიზიო სივრცეს დაბრუნებოდა და პროექტის ყველა სიკეთე თითოეული მოქალაქისთვის ცნობილი და ხელმისაწვდომი გამხდარიყო.“

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში ეტალონის შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.


იხილეთ ფოტოები


კომენტარები


სკოლები
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ
მოსწავლეებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მრავალფეროვანი აქტივობით აღნიშნეს
წარმოდგენილი პროექტის გეგმის ნიმუში, ვფიქრობ, სასარგებლო იქნება აღნიშნულით დაინტერესებული პედაგოგებისათვის
სიახლეები
საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოყოფილი იქნება დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი
 
ჭაჭკარის ინფრასტრუქტურულად განვითარებაში მნიშვნელოვან ტურისტულ პოტენციალს ხედავენ
2019 წლის მასწავლებელთა და აბიტურიენტთა საცდელი ტესტირების შედგები ცნობილია
აპლიკანტების სია, ვისაც უარი ეთქვა ეროვნულ გამოცდებზე განსაკუთრებული პირობებისა და დამატებითი დროზე
გამოცდები 10 ივლისს პროფესიული უნარებით იწყება და 21 ივლისს სრულდება
საინტერესო
etaloni.ge არდადეგებზე სანახავი ფილმების კოლექციას გთავაზობთ
გოგონები იმ 19 ადამიანს შორის არიან, რომლებიც ტრაგიკულად ემსხვერპლნენ სტიქიას
სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება და სასკოლო ცხოვრება სულ უფრო დიდ ყურადღებას იპყრობს...
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში მონაწილეობას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მიიღებს
ფინალი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დარბაზში გაიმართება
გზა ევროპისკენ - კითხვებს ქუთაისის 6 სკოლიდან  78 გამოცდილი პედაგოგი ადგენს
საზოგადოება