სიახლეები
სკოლები

„ეტალონით“ მოსწავლეებს სწავლის მიმართ მეტი ინტერესი უჩნდებათ“ - წყალტუბოში 2018-19 სასწავლო წლის პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა
01-11-2018
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ეტაპი - ტესტირება 31 ოქტომბერს ჩატარდა.  

მოსწავლეები, რომელთაც „ეტალონის“ ტიტულის მიღება სურთ, საკუთარი ცოდნის დემონსტრირებას მეორე ეტაპზე, 11 დეკემბერს გააგრძელებენ. ღონისძიებასთან დაკავშირებულ სამზადისში საგანმანათლებლო სექტორთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლებაცაა ჩართული. 

Etaloni.ge  ღონისძიებების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ლიკა გუგუსიანი:

ტესტირებამ შეფერხების გარეშე, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ბავშვებმა დიდი დაინტერესება გამოხატეს. ეს პროექტი უკვე ტრადიციად იქცა და  მოსწავლეები ამისთვის მთელი წელი ემზადებოდნენ. მომდევნო ტურში ბავშვების ცოდნის საჯაროდ დემონსტრირება მოუწევთ, რაც ძალიან უხარიათ. „ეტალონის“ ტიტული ყველასთვის საჭიროა, რადგან  წარმატებასა და განვითარებაში ეხმარება.

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა, დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე კუჭავა:

მოსწავლეებმა ტესტირების პროცესში დიდი მოტივაცია გამოხატეს. აღნიშნულმა წარმატებით ჩაიარა. მაღალი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურისთვის ვემზადებით. მოსწავლეებს სურთ მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ. აღსანიშნავია, რომ სკოლაში „ეტალონისთვის“ სამზადისის პერიოდში „ინტელექტუალთა კლუბი“ შეიქმნა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იფუნქციონირებს.

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ინგა არაბიძე:

ტესტირებაში მონაწილეობა ჩვენი სკოლის 53-მა მოსწავლემ მიიღო. მათ პროექტი ძალიან  მოსწონთ. შარშან გამარჯვებულიც გვყავდა და ეს მოწაფეებს მეტ მოტივაციას აძლევს. მეორე ეტაპისთვის აქტიურად ვემზადებით. პროექტი ჯანსაღი შეჯიბრისა და ცოდნის გაღრმავების ინტერესს აღვივებს.

მესხეთის საჯარო სკოლა, დირექტორი ნაზი სადილიანი:

პროექტში მონაწილეობას პირველად არ ვიღებთ, შესაბამისად, ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ და დამოუკიდებლად მუშაობდნენ. მათ გამარჯვების მოტივაცია აქვთ. კარგი ქულებიც დაიწერა. ყველა კმაყოფილი ვართ. მეორე ტურისთვის აქტიურად ვემზადებით. არაჩვეულებრივი პროექტია, მას იმ პერიოდშიც ვუყურებდი, როცა ეთერში გადიოდა და გული მწყდება, რომ ეს ასე აღარ გადის. „ეტალონი“ ბავშვებს ცოდნის მიმართ მეტ ინტერესსა და დამოუკიდებლობას აძლევს. რაც უფრო მეტი სკოლა ჩაერთვება, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის უკეთესია.

გეგუთის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი მაია მამისეიშვილი:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. შედეგებიც ნორმალურია. მოსწავლეებმა მაღალი მოტივაცია და ინტერესი გამოხატეს. მათ იმედი აქვთ რომ გაიმარჯვებენ. „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის მოტივაციაა, რომ თავიანთი შესაძლებლობები აჩვენონ.  გვყავდა მოსწავლე, რომელმაც პროექტში გაიმარჯვა  და სხვებისთვის მაგალითი გახდა. „ეტალონი“ სასკოლო ცხოვრების ხელშემწყობი და მხარდამჭერია.  

გეგუთის N1 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ეკა გიგიაძე:

ტესტირებამ მშვიდ გარემოში, ობიექტურად ჩაიარა. მოსწავლეებიც დაინტერესებულნი და ძალიან მოტივირებულნი იყვნენ. საკმაოდ კარგი ქულები დაიწერა. მეორე ეტაპზე გადასული მონაწილეებიც გვყავს და სკოლა მათ უგულშემატკივრებს. „ეტალონი“ ბავშვებისთვის საინტერესოა. როგორც ამბობენ,  მოსწონთ, რომ მათი ქულები პირველ ტურში კონფიდენციალურია, მეორე ტურში გადასულები კი უფრო თავდაჯერებულები ხდებიან. ცოდნის მიღების მეტი მოტივაცია უჩნდებათ.  ეს პროექტი ჩვენ ყოველთვის მოგვწონდა. როცა ეთერში გადიოდა, ჩვენი სკოლის მოსწავლე მუნიციპალიტეტის გამარჯვებული გახდა. ამან დანარჩენ მოსწავლეებს მაგალითი მისცა. პოპულარული პროექტია.

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლა, დირექტორი გურამ ჩიხლაძე:

ტესტირებამ ობიექტურად, მშვიდ გარემოში ჩაიარა. მოსწავლეებმა დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიჩინეს. მეორე ტურისთვის ვემზადებით. ისინი „ეტალონში“ ყოველთვის  აღფრთოვანებით ერთვებიან. პროექტი მათ  ცოდნისკენ მოუწოდებს.

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი მარინე გურეშიძე:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. მოსწავლეების მხრიდან დიდი დაინტერესება იყო. მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ ბავშვებისთვის ძალიან კარგია, რადგან ამით ახერხებენ საკუთარი განათლება გამოავლინონ, ასევე - შეამოწმონ, თუ  როგორ ითვისებენ ცოდნას.

მაღლაკის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი მარინა ფხაკაძე:

ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. მონაწილეობა 31-მა მოსწავლემ მიიღო, რომლებიც მეტად მოტივირებულნი იყვნენ. ძალიან მაღალი ქულებიც დაიწერა. რაც შეეხება მეორე ტურს, ვაპირებთ სკოლამ მონაწილეებს სხვადასხვა სახით ვუგულშემატკივროთ და ამით ისინი წავახალისოთ. „ეტალონით“ ბავშვებს  მოტივაცია უმაღლდებათ და სწავლის მიმართ მეტი ინტერესი უჩნდებათ. მაგალითად, ერთ-ერთი მოსწავლე ენციკლოპედიასაც კი ეძებდა, მჭირდებაო.

მაღლაკის N1 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი მზია ჟორჟოლიანი:

ტესტირებამ მშვიდ, კარგ გარემოში ჩაიარა. ბავშვები პროცესით ძალიან დაინტერესებულნი იყვნენ. მეორე ეტაპისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ ძალიან კარგია, მათ განვითარებაში ეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
რის მიხედვით შეფასდებიან აბიტურიენტები თითოეულ საგამოცდო საგანში - იხილეთ კრიტერიუმები დეტალურად 
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს, შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება