სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის N5 სკოლაში ჩატარებული კონფერენცია ''მეცნიერების ნამდვილ ზეიმად იქცა''
30-11-2016
-
+


ახალციხის №5 სკოლაში გაიმართა მოსწავლეთა პირველი სკოლათაშორისი კონფერენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ,,გარემოს პრობლემები და გამოწვევები“. 

კონფერენციის მიზანი იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია, აღნიშნული დისციპლინებით დაინტერესებული მოსწავლეების გამოვლენა, მათი მოტივირება, სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირება, მოსწავლეებში ძიებისა და ანალიზის, კვლევისა და პრეზენტაციის უნარების განვითარება, მოსწავლეთა შორის კოლაბორაციისა და კომუნიკაციის ხელშეწყობა, მათი ინოვაციური ხედვების გამოვლენა-გაზიარება. 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ ახალციხის №1, №2, №5, №6 სკოლებისა და კერძო სკოლა ,,მზექა“-ს X-XI კლასის მოსწავლეებს. 

დარეგისტრირება და ყველა შემდგომი საფეხური განხორციელდა ელექტრონულად, სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელ. ფოსტაზე გამოგზავნილი პრეზენტაციები და მოხსენებები შეაფასა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის მიერ შერჩეულმა კომისიამ, რომელმაც შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეარჩია 9 მომხსენებელი მოსწავლე სამი საგნობრივი მიმართულებიდან, ხოლო მათ შორის გამოავლინა სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორი. 

კონფერენციაში მომხსენებლად მონაწილეობა მიიღეს ახალციხის №5 და №2 სკოლების მოსწავლეებმა: მიმართულება ფიზიკა: ანი ანანიაშვილი, მარიამ დევნოსაძე, გვანცა ნოზაძე; მიმართულება ქიმია: მედეა ლომიძე, ანი გოგნაძე, მარიამ ბერიძე; მიმართულება ბიოლოგია: ნათია მაჭავარიანი, მარი იაძე, სოფიო თედორაძე; კონფერენციამ მეტად საინტერესო ვითარებაში ჩაიარა. 

მოსწავლეთა პრეზენტაციები ძალიან მრავალფეროვანი იყო და მეტად პრობლემურ და აქტუალურ თემებს შეეხებოდა. 

ბავშვებმა წარმოადგინეს როგორც ზოგადი კვლევები, ისე საკუთარი შეხედულებები, მინი-კვლევები, რეკომენდაციები თითოეულ პრობლემასთან დაკავშირებით და მსმენელში დიდი ინტერესი გამოიწვიეს. 

კონფერენცია შეაჯამა კონფერენციის ორგანიზატორმა და ხელმძღვანელმა, ახალციხის №5 სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის თავმჯდომარემ, ფიზიკის მასწავლებელმა მაია თათეშვილმა, მოსწავლეებს სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები, ხოლო ხემძღვანელ მასწავლებლებს მადლობის სიგელები გადასცა სკოლის დირექტორმა, ინგა ვარდიძემ. 

კონფერენციას ესწრებოდნენ: სკოლის დირექცია, მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, მოწვეული სტუმრები: ქ. ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, №2 სკოლის დირექტორი და პედაგოგები. 

კონფერენცია თავისი მსვლელობითა და დაჯილდოების საზეიმო პროცესით „მეცნიერების ნამდვილ ზეიმად იქცა“.

კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

როდის უნდა ამობეჭდოთ და რა უნდა იცოდეთ საგამოცდო ბარათის შესახებ

ადმინისტრაციულ ტექნიკურ პერსონალს ხელფასი 20%-ის ფარგლებში გაეზარდა

გაკონტროლდება აღსაზრდელებისა და აღმზრდელების რაოდენობაც

საჯარო და კერძო სკოლებში სხვადასხვა საგნის პედაგოგების დასასაქმებლად ახალი ვაკანსიები გამოცხადდა

4 საგნის მასწავლებლები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ - NAEC გამოცდებზე

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლამ და კლასის დამრიგებელმა მე-5 კლასში გააცილეს თაობა, რომელიც მზად არის ახალი მწვერვალების დასაპყრობად

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება