სიახლეები
სკოლები

„უპირობოდ ვენდობით მას, რადგან პირველ რიგში, საკუთარ გულშემატკივრად, შემდეგ კი ლიდერად მიგვაჩნია“-ხონის N3 სკოლის პედაგოგის გულწრფელი წერილი დირექტორს
28-02-2024
-
+


ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის N3 საჯარო სკოლას საკუთარი საქმის პროფესიონალი, სასკოლო გარემოს განვითარებასა და ახალგაზრდების წარმატებულ მომავალზე მზრუნველი დირექტორი - ვერა ბენიძე უძღვება. 

მისი თაოსნობით, სკოლამ არაერთ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. სასიამოვნოა, რომ დირექტორის შრომას სასკოლო საზოგადოება აფასებს. ვერა ბენიძის შესახებ საკუთარ აზრსა და დამოკიდებულებას ნონა ქურასბედიანი - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გვზიარებს. 


„ლიდერი - ვერა ბენიძე

ამ სიტყვით ყოველთვის ყველაფერი ნათქვამია, მაგრამ სათქმელი და დასამატებელიც ყოველთვის მოიძებნება, რადგან არიან ადამიანები, რომელთაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „ლიდერი“, ესე იგი საზოგადოება მათ იმაზე უკეთ უნდა იცნობდეს, ვიდრე იცნობს, იმაზე მეტი უნდა იცოდეს, ვიდრე იცის, მით უფრო ეს ლიდერი თუ მმართველიცაა.

ამ შემთხვევაში სკოლის მმართველს ვგულისხმობ და ვერც ერთი ლიდერი ლიდერად ვერ ჩაითვლება, თუ ლიდერობა მისი მოწოდება არაა, თუ ყოველდღე არ ცდილობს მის გამომუშავებას, თუ მისი ქმედებები არ შთააგონებს სხვებს იოცნებონ უფრო მეტი, ისწავლონ უფრო მეტი და გახდნენ უკეთესები.

ადამიანს, რომელზეც მე ვწერ, ეს ამბავი შესანიშნავად გამოსდის. ასე ვიტყვი, ბიძგის მიცემის დიდოსტატია.

თავში ვთქვი, სკოლის მმართველია-მეთქი ანუ დირექტორი, განსხვავება მმართველსა და ლიდერს შორის ისაა, რომ მმართველი ამბობს „წადი“, ჩვენი ლიდერი კი ამბობს - „წავიდეთ“.

ბევრი შემთხვევა შემიძლია დავასახელო, როდესაც მან ფრაზა „წავიდეთ“-ს გამოყენებით, ბევრ კოლეგას სრულიად ახალ ასპარეზზე გამოსვლაში შეუწყო ხელი, რასაც თითონ მიაღწია (მე მისი მიღწევების ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ). სხვებსაც მისცა მოტივაცია ესინჯათ საკუთარი შესაძლებლობები და დაარწმუნა კიდეც.

იმისათვის, რომ გახდე ლიდერი, საჭიროა ყველაზე რთული სამუშაოს შესრულება, არა აქვს მნიშვნელობა, რამხელაა შენი გუნდი, მთავარია, როგორ გაუძღვები გუნდს, რა პირობებს შეუქმნი იმისათვის, რომ ადამიანები ჯანსაღ გარემოში განვითარებასა და რეალიზებას ახერხებდნენ.

გუნდური მუშაობა დაშენებულია ორმხრივ ნდობაზე, ლიდერსა და გუნდის წევრებს შორის. ჩვენ, უპირობოდ ვენდობით ადამიანს, რომელიც, პირველ რიგში, საკუთარ გულშემატკივრად და მერე, ლიდერად მიგვაჩნია. რვა წლის წინ ჩაიბარა სკოლა, მოსწავლეები, მასწავლებლები, ტექნიკური პერსონალი, ადმინისტრაცია, მშობლებთან ურთიერთობა. ზარდა და ზარდა ეს საზოგადოება, დიდი შრომა გასწია „ახალი სისხლის“ გადასასხმელად და დღეს, ჯანსაღი, თანამედროვე მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისი მასწავლებელთა და მოსწავლეთა კორპუსი და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გვაქვს.

სკოლის მიღწევებს ჩვენი მუნიციპალიტეტის საზოგადოება საკმაოდ კარგად იცნობს, არ განვმეორდები, მაგრამ ერთს მაინც ვიტყვი, მიმდინარე სასწავლო წელს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ ხონის მესამე საჯარო სკოლისთვის, ეგრეთ წოდებული „დათქმის გარეშე“ მინიჭებული სრული ავტორიზაცია, ყველაფერზე მეტყველებს!

რატომ მიგვაჩნია ლიდერად?! პასუხი მარტივია, იმიტომ რომ მან ზუსტად იცის, რის მერე რა მიზანი უნდა დაისახოს, გაცნობიერებული აქვს საკუთარი მისია, აქვს მოკლე და გრძელვადიანი მიზნები, ასევე, ნათელი წარმოდგენა, სად მიჰყავს გუნდი და ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველასთან ერთად, მიდის ამ მიზნებისკენ...

ძლიერია, მაგრამ არა უხეში!
თავდაჯერებულია, მაგრამ არა მჩაგვრელი!
ამაყია, მაგრამ არა ამპარტავანი!
შეუძლია რეალობას თვალი გაუსწოროს!

ლიდერობა არ არის მხოლოდ დავალებების მიცემა. ეს არის გზა, რომელსაც ვირჩევთ სხვების სამსახურისთვის. ამ გზას კი საუკეთესოდ აღწერს სახარებისეული სიტყვები: „ძე კაცისა არ მოსულა იმისათვის, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისთვის რომ თავად ემსახუროს...“

მსახურება გრძელდება!“,- წერს ნონა ქურასბედიანი.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„განათლებული თაობა ქმნის მომავალს!“ - IZRUNE.GE 2025 წელს აჯამებს

 ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

ETALONI.GE გილოცავთ 2026 წელს ! 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მთავარია, წერილების გახსნის პროცესი იყოს ემოციურად დადებითი და ინსპირაციული, რაც ბავშვებს უკეთ გაახსენებს საკუთარი მიზნების მნიშვნელობას 

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება