| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს აქტიურად აღნიშნავენ.
ამჯერად, სკოლაში, მშობლიური ენის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლე მარიამ ბერიძე დამსწრე საზოგადოების წინაშე მომხსენებლად, საინტერესო პრეზენტაციით წარდგა. მან ამ დღის დაარსების, მისი მნიშვნელობის შესახებ საინტერესოდ ისაუბრა და მოძიებული ინფორმაციები მსმენელს დიდი მონდომებით გააცნო.
მოსწავლეს, თანასკოლელები და თანაკლასელები დიდი ინტერესით უსმენდნენ. მათ ამ დღეს საჭირო ინფორმაცია მიიღეს და ცოდნა აიმაღლეს.
21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღედ იუნესკომ 1999 წელს გამოაცხადა, რაც ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას და განვითარებას ისახავდა მიზნად.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს
კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს