| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი, შემეცნებითი და საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული. პედაგოგები მოსწავლეებს მათ ინტერესებზე მორგებულ საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, VI კლასში ჩატარდა საჩვენებელი გაკვეთილი მუსიკაში, თემაზე - „ჯუზეპე ვერდის შემოქმედება და ბიოგრაფია“.
საგნის პედაგოგი ხათუნა იობაშვილი, დამრიგებელი კი ფატმან თუთბერიძე გახლავთ.
გაკვეთილი დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობით, ვიდეოპრეზენტაციითა და პოსტერებით. მოსწავლეებმა კლასში ასევე წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები - ჯუზეპე ვერდის პორტრეტები.
საგაკვეთილო პროცესში, როგორც გვიყვებიან, ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული.
მათ საინტერესოდ განიხილეს ჯუზეპე ვერდის ოპერები: „აიდა“ და „ნაბუქო“. მოსწავლეებმა: ბარბარე ფანცხავამ, ქრისტინე ვარდანიძემ, გაბრიელ დადუნაშვილმა, ანა იობიძემ, მურთაზ კიკალიამ, თეკლა ბენიძემ, ისაუბრეს ოპერების შექმნის დეტალებსა და შინაარსზე.
საჩვენებელ გაკვეთილს ესწრებოდა დირექტორი მაია ქობულია, დირექტორის მოადგილე გურამ ჩიხლაძე და კლასის ხელმძღვანელი ფატი თუთბერიძე.
„მათ აღნიშნეს ბავშვების სიღრმისეული ცოდნა მუსიკის ისტორიაში და რაოდენ საინტერესო და აუცილებელია ვიცნობდეთ მუსიკის კორიფეებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის - ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი
საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ