სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი ინტელექტუალურ შეჯიბრში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა
21-02-2024
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის ნიჭიერი, მოტივირებული და აქტიური მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებასა თუ პროექტში ერთვებიან. 

ისინი ინტელექტუალურ კონკურსში - „ტვინების ბრძოლა“ მონაწილეობდნენ. ამჯერად, სკოლაში სწორედ „ტვინების ბრძოლის“ წარმომადგენლებს უმასპინძლეს. მათ 2023 წლის შემოდგომის სეზონის გამარჯვებული პედაგოგ ნათია ყანჩაველის სადამრიგებლო - მე-8გ კლასის გუნდი „ჯვაროსნები“ დააჯილდოვეს. 

გუნდის წევრები არიან აკაკი წიტაიშვილი (კაპიტანი), ანდრია კოსტავა, მათე დარახველიძე, გიორგი ჯვარშეიშვილი და ცოტნე კოტორეიშვილი. მათ თასი, სიგელები, საზაფხულო ბანაკის საგზურები გადაეცათ. გარდა ამისა, სიგელით სკოლაც დაჯილდოვდა.

შეხვედრისას მოსწავლეებს წარმატება სკოლის დირექტორმა - გენადი მარგველაშვილმა, რესურსცენტრის წარმომადგენელმა - მარეხ გიორგაძემ, კლასის დამრიგებელმა - ნათია ყანჩაველმა, დირექტორის მოადგილე - ლია კუხიანიძემ და მე-8გ კლასის სახელით - მარიამ ფრუიძემ მიულოცეს. 

სტუმრებსა და დამსწრეებს, გუნდის სახელით, აკაკი წიტაიშვილმა მადლობა გადაუხადა. ბოლოს, „ტვინების ბრძოლის“ წარმომადგენელთა მორთმეული გუნდის წევრების სურათებიანი ტორტი საზეიმოდ გაიჭრა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

მათთან 21 ბავშვი მკურნალობდა ნოროვირუსული გასტროენტერიტით და საშუალო სიმძიმის მდგომარეობა ჰქონდათ

საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება