სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მისი მიზანი იყო სამშობლოსთვის ღირსეული ადამიანები აღეზარდა“ - განთიადის საჯარო სკოლა დირექტორს - ლამარა კოხრეიძეს ემშვიდობება
20-02-2024
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლა მწუხარებას გამოთქვამს სკოლის დირექტორის, ლამარა კოხრეიძის გარდაცვალების გამო. ის წლები ღირსეულად ემსახურა სკოლასა და ღირსეული თაობების აღზრდას. 

„მოძღვართმოძღვარი, ბრძენი მესაჭე, სანდომიანი და ღირსეული“, - ამ სიტყვებით ახასიათებენ მას სკოლაში. 

„მოდის საქართველო ამაყი, ბრძენი
რწმენის ცისარტყელა ჩანგივით ჟღერს
თოვლივით თეთრი, ნათელი, წრფელი
მასწავლებელი წინამძღვრობს ერს“

... მასწავლებელი სინათლისა და სიყვარულის შუქურაა, რომელიც გზას უნათებს მომავალ თაობებს, აზიარებს სიბრძნესა და სიკეთეს. განთიადის საჯარო სკოლის მოძღვართმოძღვარი, ბრძენი მესაჭე, სანდომიანი და ღირსეული ქალბატონი წლების განმავლობაში სათავეში ედგა ცოდნის ტაძარს, დიდი რუდუნებით დასტრიალებდა თავს სკოლას, ძალასა და ენერგიას არ იშურებდა. უფალმა გამოარჩია რჩეულთა შორის რჩეული და უკვდავების გვირგვინით განაბრწყინა. მისი მიზანი იყო განთიადის საჯარო სკოლას სამშობლოსთვის ღირსეული ადამიანები აღეზარდა. პრინციპული ქალბატონი, ღიმილით გაცისკროვნებული, ზოგჯერ მკაცრი, ზოგჯერ ლმობიერი, სხვისი ჭირისა და ვარამის გამზიარებელი, უხვად გასცემდა სითბოსა და სიყვარულს. სწორედ ეს დიდი სიყვარული პედკოლექტივისა და მისი აღზრდილებისა მიაცილებს მას ზესთასოფლისკენ.

„ვინ აღვიდეს და დადგეს მთათა წმინდათა
​უბრალოი ხელითა და წმინდაი გულითა“.

... უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“, - ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ სამძიმრის წერილში. 

„ეტალონის“ გუნდი უსამძიმრებს ოჯახსა და სკოლას და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ასეთი ღირსეული პიროვნების გარდაცვალების გამო. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება