| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებები არიან. ისინი სხვადასხვა საგანმანათლებლო და ინტელექტუალურ კონკურსებში წარმატებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის პედაგოგებისგან დაკომპლექტებული გუნდი „სპეკალი“ სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს შორის ჩატარებულ ოლიმპიადაში მონაწილეობდა.
ოლიმპიადის ფინალური ეტაპი 18-21 იანვარს ბაკურიანში, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაიმართა.
„ვულოცავთ ჩვენი სკოლის სახელით ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას გუნდს „სპეკალს“, რომლის წევრებიც იყვნენ მასწავლებლები: ქეთევან ენდელაძე, ქეთეან ნათენაძე, იამზე ჯოხაძე“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ოლიმპიადის ორგანიზატორი იყო სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი. პროექტს ხელმძღვანელობდა სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ქეთევან ენდელაძე.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტოები:
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
ეს საჯარო აღიარებაა - დასტური იმისა, რომ დირექციისა და პედაგოგების ძალისხმევა ფასდება, რაც თითოეულ მოსწავლესა და მშობელს სიამაყის განცდას უჩენს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება