სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განძის N2 სკოლის მოსწავლეები საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ 
19-02-2024
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების განვითარებაზე სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნეკტარ გარიბიანი აქტიურად ზრუნავს. მისი თაოსნობით, მოსწავლეები არაერთ ღონისძიებაში ერთვებიან.

ამჯერად, მე-12 კლასის მოსწავლეები - სუსანნა დურგარიანი, აღუნიკ სირაკანიანი და ალინა წარუკიანი სამოქალაქო განათლების მიმართულებით, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ. სუსანნა დურგარიანმა იმ პროექტისა და მცირე გრანტების კონკურსის შესახებ, რომელიც სკოლამ მოიგო, პრეზენტაცია მოამზადა და აუდიტორიას წარუდგინა.

„ის ბრწყინვალედ გამოვიდა და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა აუდიტორიაზე თავისი ცნობიერებით, გულწრფელობით, შესაბამისი ქცევითა და ღიმილით“,- ამბობს სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნეკტარ გარიბიანი.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში რეგიონის აქტიური სკოლები მონაწილეობდნენ. მასწავლებლები და მოსწავლეები სიტყვით გამოვიდნენ - გაწეული სამუშაო წარადგინეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება