| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო მეთოდებს და ინოვაციურ მიდგომებს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის ხარისხზე აისახება.
მათ შორის, სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს პროექტებით სწავლება.
„საკლასო ოთახიდან გასული გაკვეთილების“ ფარგლებში, სამოქალაქო განათლებაში, პროექტული სწავლების ფარგლებში, პედაგოგ მაკა ბულუხიას ხელმძღვანელობით, მე-10 კლასის მოსწავლეებს გაკვეთილი კოლხეთის ეროვნულ პარკში ჩაუტარდათ.
მოსწავლეებს ეროვნული პარკის ბუნებრივი რესურსების უფროსი სპეციალისტი მანანა ჩიქოვანი გადამფრენი ფრინველებისთვის კოლხეთის ეროვნული პარკის მნიშვნელობაზე ესაუბრა. სპეციალისტმა მოსწავლეთა კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა. ბავშვებმა ბევრი ახალი შეიტყვეს და შეიმეცნეს. შეხვედრის ბოლოს კი დადგეს ხელოვნური ბუდეები პარკის სპეციალისტებთან ერთად.
„პროექტებით სწავლება სახალისოა“,- აღნიშნავენ შთამბეჭდავი გაკვეთილით აღფრთოვანებული მოსწავლეები.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში