| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულის საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო ინიციატივას აქტიურად შეუერთდა და მასშტაბური ღონისძიების ნაწილი გახდა.
ll, lll, lV კლასის მოსწავლეები სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ გაერთიანდნენ და წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
მოწაფეებმა წიგნებიდან შერჩეული ეპიზოდები წაიკითხეს, ისაუბრეს ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობაზე.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობის მიზანი იყო კითხვის პოპულარიზაცია, რასაც მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ვიდეორგოლში მოსწავლემ დედის მოგონებები გააცოცხლა ივანდიდში გათხოვილ აფხაზ მასწავლებელზე