| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით მუშაობს მკითხველთა კლუბი (ხელმძღვანელი: ნ. ლომაია, კლუბის მუშაობაში ჩართული პედაგოგები: მ. წოწორია, ნ. ბარქაია, თ. ვეკუა, ფ. ტყებუჩავა), რომლის წევრებიც მხატვრულ ლიტერატურას აქტიურად ეცნობიან.
სკოლის მკითხველთა კლუბი გამოეხმაურა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, აქტივობას თემის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მოწაფეებმა წიგნებიდან შერჩეული ეპიზოდები საჯაროდ წაიკითხეს და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს. სოფლის ბიბლიოთეკის გამგემ - რიტა სიხარულიამ სასარგებლო რჩევები მისცა კლუბის წევრებს.
მოსწავლეებითვის აქტივობა მეტად საინტერესო აღმოჩნდა, კმაყოფილება გამოხატეს და აღნიშნეს, რომ ამიერიდან თემის ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარი იქნებიან.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში