| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის საჯარო სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მოსწავლეებში სპორტისადმი სიყვარულის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება.
ამჯერად, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროგრამით გათვალისწინებულ მუნიციპალურ თამაშებში: მაგიდის ჩოგბურთი (გოგონები) და გეზრბენი (ვაჟები), მოსწავლეებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს.
გუნდებმა, მეტოქეებს ღორსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და დამსახურებული პირველი ადგილი დაიკავეს.
სკოლა ამაყია მოსწავლეთა შედეგებით, მათ წინსვლასა და წარმატებას უსურვებს.
„ვულოცავთ ორივე გუნდს გამარჯვებას, მომავალშიც ვუსურვებთ წარმატებებს რეგიონულ თამაშებში, ბევრჯერ გესახელებინოთ ჩვენი სკოლა!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
ძლიერი ნალექი, თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი