სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მე თვითონ ვარ ჩემი შემდგომი!“ - ქუთაისის N32 სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ​ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია მიეძღვნა
20-02-2024
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეებს პედაგოგები მრავალმხრივ განვითარებისა და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში, დიდი ქართველი პოეტის - გალაკტიონ ტაბიძის შესახებ საინტერესო ღონისძიება ჩატარდა.

პოეტის ყრმობისა და შემდგომი ცხოვრების ეპიზოდები, როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაცოცხლდა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციით - „მე თვითონ ვარ ჩემი შემდგომი!“.

„ღონისძიებაზე, მე-8 ბ და მე-8 გ კლასების ვაჟებმა გალაკტიონის ფერითა და მუსიკით სავსე სტროფები წაიკითხეს. აღნიშნულ დღეს იღვრებოდა გალაკტიონის ლექსებზე შექმნილი მუსიკა და მღეროდა მუსიკის მასწავლებელი ბაია ახვლედიანი. მევიოლინე გოგონები: მარიამ ნემსაძე, მარიამ სოფრომაძე, მარიამ ლეჟავა უკრავდნენ ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების კლასიკურ მუსიკას!“, - გვიყვებიან სკოლაში.

პოეტის ლექსები წაიკითხეს მასწავლებლებმა: თეა გაგუამ, მადონა ჭელიძემ, მაია დვალმა, მშობელმა - პაატა ნემსიწვერიძემ.

„გალაკტიონის უსაყვარლეს იისფერში, სკოლის ისტ-ის მასწავლებელმა ზ. ხაკიანმა ღონისძიების ორგანიზატორის რ. ხობუას მინიშნებით გალაკტიონის ბილბორდი დაამზადა“, - გვეუბნებიან სკოლაში.

ღონისძიებაში მოსწავლე-მასწავლებლები დიდი ენთუზიაზმით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით მონაწილეობდნენ. მათ თავიანთი შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

„დიახ, გალაკტიონის პოეზიით, მისი „მაღალი“ ხმით, იყო სავსე ამ დღეს, ქუთაისის N32 სკოლის დერეფნები! პოეზიისა და კლასიკური მუსიკით გაჯერებულ კომპოზიციას უძღვებოდა, გალაკტიონის ლექსებს კითხულობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან ხობუა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ეს დღე მოსწავლეთათვის კიდევ ერთ დაუვიწყარ მოგონებად იქცა სასკოლო ცხოვრებიდან.   

„დიახ, გალაკტიონის შემდეგ ქართული პოეზია, ძირითად, მიდის გალაკტიონის გზით! ქართველმა ხალხმა თავისი მრავალსაუკუნოვანი პოეზიის მეშვიდე მწვერვალად ერთსულოვნად აღიარა გალაკტიონი - „პოეტების მეფე!“, - ამბობენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები, ღონისძიებები მოსწავლეებს საჭირო ცოდნასა და უნარებს სძენს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება