სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ცნობილი მხატვრების ნახატები „გააცოცხლეს“
20-02-2024
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან. 

ამჯერად, სკოლაში, მოსწავლეებმა ცნობილი მხატვრების ნამუშევრები „გააცოცხლეს“.

მოსწავლის, ლუკა  ქველაძის ინსპირაციის წყარო ნიკო ფიროსმანის „მეეზოვე“ გახდა. ის ნახატზე გამოსახული პერსონაჟის მიხედვით გამოეწყო, მისი როლი შესანიშნავად მოირგო და აღნიშნული ნამუშევრის მსგავსი ფოტო გადაიღო. მოსწავლემ - ბარბარე დათიაშვილმა კი მხატვრის ჟან ონორე ფრაგონარის ცნობილი ნახატი „მკითხველი“ „გააცოცხლა“. ნახატზე გამოსახული ქალის როლი მოირგო, მის მსგავსად შეიმოსა და შთამბეჭდავი ფოტო შესთავაზა სასკოლო საზოგადოებას. 

მოსწავლეებმა აღნიშნული აქტივობით შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. ფოტოებზე ნათლადაა წარმოჩენილი, თუ როგორ გაითავისეს ბავშვებმა მათი არჩეული პერსონაჟების როლი.

აქტივობა საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება