სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბახვის საჯარო სკოლაში თანამედროვე მწერალს უმასპინძლეს
20-02-2024
-
+


წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში საინტერესო სტუმარს უმასპინძლეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მეტად საინტერესო შეხვედრა შედგა მწერალ დავით ქართველიშვილთან.

დავით ქართველიშვილი თანამედროვეობის ერთ-ერთი საინტერესო ავტორია, იგი ლიტერატურული კონკურსის „საბას“ გამარჯვებულია, ავტორია ისეთი ცნობილი რომანებისა, როგორებიცაა: „იყო დილა იყო საღამო“, „ათი ქალწული“, „მეგაპოლისი და ფიზიკური პირები“ და სხვა.

„შეხვედრა ძალიან საინტერესოდ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეებისა და დამსწრე მკითხველის შეკითხვებს ავტორმა უშუალოდ და გულწრფელად უპასუხა, თავად დავითი ძალიან შთამბეჭდავი მოსაუბრეა“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის აღზრდილი მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან გარაყანიძე (შეხვედრის ინიციატორი სწორედ ქეთევანი გახლდათ), ქვედა ბახვის, მშვიდობაურის და შემოქმედის საჯარო სკოლების მოსწავლეები და სიტყვიერების მასწავლებლები. ჟურნალისტები ნუგზარ ასათიანი, თემურ მარშანიშვილი და ავთანდილ ბერიშვილი.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ძალიან საინტერესო კითხვები დაისვა დარბაზიდან ნაწარმოების პერსონაჟების მსოფლმხედველობის შესახებ.

„სასიამოვნო ფაქტია, რომ ჩვენი ბავშვები კითხულობენ, ღრმად აზროვნებენ და ფიქრობენ“,- დასძენენ სკოლაში. 

ბოლოს მწერალმა ბავშვებს წიგნებზე ავტოგრაფები დაუტოვა. მოსწავლეებმა სტუმართან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება