სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები მედლებით საზეიმოდ დაჯილდოვდნენ
16-02-2024
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული და წარჩინებული ახალგაზრდა აღუზრდია, მათი მიღწევები კი სკოლისთვის საამაყო და სასიხარულოა. 

სკოლა მოხარულია გვამცნობს, რომ 13 თებერვალს, სკოლის 2022 წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ ოქროსა და ვერცხლის მედლები.

ოქროსმედალოსნები არიან - ვასო ადეიშვილი, საბა ამაღლობელი, მარიამ ბენდელიანი, საბა გურეშიძე, თეკლა კბილაძე, ლუკა ლეჟავა, ანა ჟორჟოლიანი და მეგი ჩიხლაძე.

ვერცხლის მედლებით კი დაჯილდოვდნენ - ანა თუთაშვილი, ლიზი თუთაშვილი, ლერი წიქორიძე, კლასის დამრიგებლები: დარეჯან ნემსაძე, მარინა გოროზია და შორენა კოხრეიძე. 

აღსანიშნავია, რომ საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ: ბექა ქებულაძე - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე; მაია ცქიტიშვილი - ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი; ნინო ტყეშელაშვილი- ნიკეას უბნის ტერიტორიული ორგანოს, მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე და მუნიციპალიტეტის თანამშრომელი; საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლები, პედაგოგები და მშობლები. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება მიჰყავდა სკოლის დირექტორს - ნინო ვარდოსანიძეს, მან ღონისძიების სტუმრებს ასპარეზი დაუთმო, რათა წარჩინებული კურდამთავრებულებისთვის პირადად გადაეცათ ოქროსა და ვერცხლის მედლები.

სკოლის საპატიო სტუმრებმა აღნიშნეს მოსწავლეებისა და საგნის მასწავლებლების ფასდაუდებელი შრომა და ამის საუკეთესო შედეგი. მათ წარჩინებულ კურსდამთავრებულებს უსურვეს შემდგომი წარმატებები სწავლასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თავიანთი ცოდნისა და უნარების გამოყენება სამშობლოს საკეთილდღეოდ.

მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს სკოლის დირექციასა და საგნის მასწავლებლებს, მშობლებს გაწეული შრომისათვის და დაჰპირდნენ, რომ ყოველთვის ასახელებენ მშობლიურ სკოლას, რომელსაც უკავშირდება მათი ბავშვობის ძვირფასი და დაუვიწყარი მოგონებები. ასევე აღნიშნეს, რომ მათთვის დიდი პატივია სკოლის სტუმრების გარემოცვაში საზეიმო ვითარებაში დაჯილდოება, ეს დღე მათ მუდამ ემახსოვრებათ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება