სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

4 რჩევა, რომელიც თინეიჯერებთან კომუნიკაციაში მშობლებმა და პედაგოგებმა უნდა გაითვალისწინონ
25-02-2024
-
+


თინეიჯერობა საინტერესო პერიოდია, თუმცა ზოგჯერ დამთრგუნველი, დამაბნეველი და ცვლილებებით სავსე. ხშირია ხასიათის შეცვლა, უგუნებობა, გაღიზიანება, მშობლებისა და პედაგოგებისგან თავის შორს დაჭერა და ა.შ. როგორ შეიძლება დავეხმაროთ მოზარდებს ამ პერიოდის გადალახვაში და რა უნდა ვქნათ იმისთვის, რომ მან მშივიდად და თავდაჯერებით გაიაროს ცხოვრების ეს ეტაპი? - გთავაზობთ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შემუშავებულ რჩევებს.

1. წაახალისეთ ისინი, გააზიარონ გრძნობები

  • მოძებნეთ გზები თქვენი მოზარდთან საუბრის წამოწყებისთვის. დაინტერესდით, როგორი იყო მათი დღე, რას საქმიანობდნენ. შეგიძლიათ თხოვოთ დახმარება სახლის საქმიანობაში, მაგალითად სადილის მომზადებაში და ეს დრო გამოიყენოთ მათი დღის შესახებ სასაუბროდ.
  • შეახსენეთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში მათ გვერდით ხართ და რომ გსურთ იცოდეთ, როგორ გრძნობენ თავს და რას ფიქრობენ. რამდენიმე მარტივი წამახალისებელი სიტყვა საკმარისია იმისთვის, რომ მოუნდეთ თქვენთვის თავისი გრძნობების გაზიარება. 
  • მნიშვნელოვანია მიიღოთ და გაიგოთ ემოციები, რომლებსაც ისინი განიცდიან, მაშინაც კი, თუ ეს თქვენთვის არასასიამოვნოა. როდესაც ისინი გულწრფელად გესაუბრებიან, შეგიძლიათ უბრალოდ უპასუხოთ "მესმის", "რთულ სიტუაციას ჰგავს" ან "ლოგიკურია".
  • როგორც წესი, ადვილად ვამჩნევთ მოზარდის იმ ქცევას, რომელიც არ მოგვწონს. მაგრამ ასევე შეეცადეთ შეამჩნიოთ და შეაქოთ ისინი იმისთვის, რასაც კარგად აკეთებენ - თუნდაც ისეთი მარტივი რამისთვის, როგორიცაა საკუთარი თეფშის გარეცხვა.

2. გამოყავით დრო მათ მხარდასაჭერად

  • ერთად იმუშავეთ ახალი რუტინებისა და ადვილად მისაღწევი მიზნების დასახვაზე. გააკეთეთ საშინაო და სასკოლო საქმეების გეგმა, დაისახეთ მიზნად, რომ სადილამდე მოესწროს საშინაო დავალების შესრულება.   
  • მოზარდობა ნიშნავს დამოუკიდებლობას! ეცადეთ, თქვენს მოზარდს მისცეთ დრო და სივრცე საკუთარი თავისთვის. პირადი სივრცის საჭიროება ზრდის ნორმალური ნაწილია.
  • მხარი დაუჭირეთ და წაახალისეთ თქვენი მოზარდი, რომ დაისვენოს სასკოლო და საშინაო დავალებებიდან და სხვა საქმიანობისგან, და იპოვოს დრო იმის გასაკეთებლად, რაც სიამოვნებს. თუ თქვენი შვილი იმედგაცრუებულად გრძნობს თავს, პრობლემების გადაჭრის გზები მასთან ერთად ეძიეთ და ეცადეთ, არ აიღოთ ინიციატივა მთლიანად თქვენს თავზე, არ უთხრათ რა გააკეთოს.

3. ერთად იმუშავეთ კონფლიქტის მოგვარებაზე

  • მოუსმინეთ თქვენი მოზარდის მოსაზრებებს და შეეცადეთ მშვიდად მოაგვაროთ კონფლიქტი. დაიმახსოვრეთ: ყველა შეიძლება იყოს დასტრესილი!
  • არასოდეს განიხილოთ საკითხი, როცა გაბრაზებული ხართ. წადით, ღრმად ჩაისუნთქეთ და დამშვიდდით - მოზარდს მოგვიანებით გაესაუბრებით.
  • მოერიდეთ ძალაუფლების დემონსტრირებას. მოზარდს, რომლისთვისაც სამყარო არაპროგნოზირებადი, ხოლო მომავლის არჩევანი შეზღუდული ჩანს, ისედაც უჭირს კონტროლის განცდა. რაც არ უნდა რთული იყოს ეს თქვენთვის, თანაგრძნობით შეხვდით მათ სურვილს დაამტკიცონ, რომ აკონტროლებენ სიტუაციას ამ რთულ პერიოდში. ნუ ეცდებით, დაუმტკიცოთ საწინააღმდეგო და გაიმარჯვოთ მასზე.
  • იყავით გულწრფელი და პირდაპირი: შეგიძლიათ უთხრათ, რომ თქვენც დასტრესილი ხართ. იმის ჩვენება, თუ როგორ უმკლავდებით საკუთარ რთულ გრძნობებს, ეხმარება მოზარდს გააცნობიეროს, რომ მისი რთული გრძნობებიც ნორმალური მოვლენაა.
  • კონფლიქტის შემთხვევაში, დაუთმეთ დრო იმაზე ფიქრს, თუ როგორ შეგიძლიათ სიტუაციის მოგვარება თქვენს მოზარდთან ერთად. განიხილეთ ეს მოსაზრებები თქვენს შვილთან, რათა დაინახოს თქვენი მსჯელობის ლოგიკა.

4. იზრუნეთ საკუთარ თავზე

მშობლებს ბევრი საქმე და საფიქრალი აქვთ. თქვენც გჭირდებათ ზრუნვა და მხარდაჭერა. საკუთარ თავზე ზრუნვის ჩვენება კარგი მაგალითი იქნება თქვენი მოზარდისთვისაც, ამ პრაქტიკის დამკვიდრებისთვის.

  • ნუ დააყოვნებთ სხვებისთვის დახმარების თხოვნას, თუ თავს ზედმეტად გადაღლილად გრძნობთ. ასეთი მდგომარეობა ნორმალური და მოსალოდნელია. იპოვეთ ოჯახის წევრი ან ახლობელი, ვისთანაც შეგიძლიათ ისაუბროთ და გრძნობები გაუზიაროთ.
  • დაუთმეთ დრო პირად ურთიერთობებს. შეეცადეთ იპოვოთ რამდენიმე ადამიანი, ვისთანაც შეძლებთ გრძნობების და გამოცდილების გაზიარებას. რეგულარულად გამოყავით დრო მათთან საურთიერთოდ და სასაუბროდ, თუ როგორ გრძნობთ თავს.
  • დღის განმავლობაში დაუთმეთ დრო ისეთ საქმიანობას, რაც დაგეხმარებათ სტრესთან გამკლავებაში და მის მართვაში. მიუხედავად იმისა, თქვენი დღე დატვირთულია თუ თავისუფალი, საკუთარ თავზე ზრუნვისთვის დროის გამოყოფა აუცილებელია თქვენი კეთილდღეობისთვის. იმ საქმის კეთება, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ, ან თუნდაც რამდენიმეწუთიანი სრულფასოვანი დასვენება დაგეხმარებათ განტვირთვაში და ახალი ენერგიის მოკრებაში.   
  • სცადეთ სტრესის დაძლევის პოზიტიური სტრატეგიები, მაგალითად ფიზიკური აქტივობა, მეგობრებთან საუბარი, საქმეების სიის შედგენა და კვირის წინასწარ დაგეგმვა. მიყევით ჯანსაღ რუტინას, დაფიქრდით, რისთვის ხართ მადლიერი, რა გეამაყებათ. აკეთეთ ის, რაც გსიამოვნებთ - დაკავდით მუსიკით, ცეკვით, ან დღიურის წერით.    



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

რეიტინგული სია ცნობილია - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

როდემდე შეიძლება პასქის გამოცხობა წინასააღდგომოდ და არსებობს თუ არა შეზღუდვები ვადებში - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

მილიონ ლარიანი ტენდერი თბილისის საბავშვო ბაღებისთვის - სააგენტო საბნებს, საწოლის თეთრეულსა და ქსოვილის სხვა ნივთების განახლებას გეგმავს

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის პოეზიის აღქმისა და ანალიზის უნარის განვითარება

თარიღს მარტვილის N1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიებით გამოეხმაურნენ

კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი კალიგრაფიული ნამუშევერები

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო სანახაობით წარდგნენ

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე. 

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება