სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლაში მისულ მოსწავლეებს სახურავი გადახდილი დახვდათ - სასწავლო პროცესი რუხის სკოლაში შეწყვეტილია
06-02-2024
-
+


ძლიერმა ქარმა სამეგრელოში სოფელ რუხის საჯარო სკოლის სახურავი დააზიანა, სადაც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.

იმყოფებოდნენ თუ არა სტიქიის დროს მოსწავლეები სკოლაში? მიმდინარეობს თუ არა აღდგენითი სამუშაოები? როდის განახლდება სასწავლო პროცესი? - ამ კითხვებს, Etaloni.ge-სთან სკოლის დირექტორი ედუარდ ციკოლია პასუხობს. 

„სასწავლო პროცესი დილით არც დაწყებულა, როცა მოვედით სკოლაში და ვნახეთ სიტუაცია, რესურსცენტრთან შეთანხმებითა და მშობლებთან კოორდინაციით, სკოლის ტრანსპორტმა მოსწავლეები უკან დააბრუნა. სანამ ექსპერტიზისა და შესაბამისი უწყებების პასუხი არ გვექნება, უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით, მანამ სკოლაში სწავლა შეჩერებული იქნება. როდის გვექნება სასწავლო პროცესის აღდგენის შესაძლებლობა - ამაზეც ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვით“, -  აღნიშნავს დირექტორი. 

ჩვენთან საუბრისას, სკოლის დირექტორმა აღნიშნა, რომ გაცდენილი დღეები უქმე დღეების ხარჯზე ანაზღაურდება და მოსწავლეები სასწავლო პროცესს არ ჩამორჩებიან. 

იხილეთ ასევე: გაკვეთილების ხანგრძლივობა 12-მდე სკოლაში 10 წუთით შემცირდა 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება