სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რატომ ჯობია, რომ მოსწავლეებს ნაკლები საშინაო დავალება მისცეთ? 
11-02-2024
-
+


ფაქტობრივად, ყველა თანხმდება, რომ საშინაო დავალება მოსწავლეების ცოდნას ამოწმებს და იმის გაუმჯობესებაში ეხმარება, რაც შედარებით უჭირთ, თუმცა, ამავდროულად, სასკოლო საზოგადოების ნაწილი იმასაც აღნიშნავს, რომ ზოგჯერ დავალებების მოცულობა ძალიან დიდია. 

გაკვეთილზე ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენება საჭიროა, ამიტომაც, რასკვირველია, საშინაო დავალება მნიშვნელოვანი კომპონენტია. დარგის ექსპერტები კი თანხმდებიან, რომ მთავარი დავალებების ხარისხია და არა მათი რაოდენობა. მეტიც, სასკოლო საზოგადოების ზოგიერთი წევრის აზრით, საშინაო დავალების გადაჭარბებულმა რაოდენობამ შეიძლება მოსწავლეების ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს - გამოიწვიოს სტრესი, შფოთვა, ძილის ნაკლებობა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები. ასევე, როდესაც მოსწავლეებს ბევრი საშინაო დავალება აქვთ, მათ შეიძლება სწავლის მოტივაცია დაკარგონ. აღსანიშანვია, რომ დავალების შესრულება ყოველთვის საკითხის ღრმა ცოდნაზე არ მეტყველებს.

რატომ ჯობია, რომ მოსწავლეებს ნაკლები საშინაო დავალება მისცეთ - ამ საკითხზე სხვადასხვა შეხედულება არსებობს, ჩვენ ინფორმაცია მოვიძიეთ და მკითხველს ვთავაზობთ.

თავდაპირველად, უნდა აღინიშნოს, ნაკლები საშინაო დავალების მომხრეები ამბობენ, რომ მოსწავლეების ნაწილს სკოლის მიღმაც ბევრი პასუხისმგებლობა და სამუშაო აქვს, ამიტომაც მათი ზედმეტად გადატვირთვა სასურველი არ არის. გავრცელებული მოსაზრებით, მოსწავლეები საშინაო დავალებას ხშირად მხოლოდ მაღალი ნიშნის მისაღებად წერენ. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები დღის უმეტეს ნაწილს სკოლაში ატარებენ, სურთ, რომ სახლში სასწავლო პროცესს ცოტა ხნით მაინც მოსწყდნენ. ამას კი ვერ მოახერხებენ, თუ ყველა საგანში ბევრი დავალება ექნებათ. მათ განტვირთვისა და ცოტა ხნით გარეთ გასვლისთვისაც არ რჩებათ დრო. 

საშინაო დავალება საინტერესო და სახალისო უნდა იყოს, მათი რაოდენობა კი ცოდნის ხარისხზე არ აისახება. მაგალითად, თუ შეიძლება, რომ მოსწავლეთა ცოდნა 10 მათემატიკური დავალების საშუალებით გამოვლინეს, მაშინ ორმოცდაათი სავარჯიშოს დავალება, ზედმეტია. 

ნაკლებ საშინაო დავალებას შემდეგი უპირატესობები აქვს:

დასვენების მეტი დრო - ნაკლები საშინაო დავალება მოსწავლეებისთვის დასვენების მეტ დროს და შესაბამისად, სწავლის მეტ სურვილს ნიშნავს. ძილი ყველასთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თინეიჯერებისთვის. მართალია, მოსწავლეებს ღამისთევა შეუძლიათ, თუმცა, დროთა განმავლობაში, ეს მათზე უარყოფითად აისახება.

სკოლის მიღმა დრო მუშაობისა და თამაშისთვისაც აქვთ - მოსწავლეების ნაწილი ხუმრობს, რომ სკოლა ციხეა და ისინი ცხოვრების დიდ ნაწილ ხაფანგში ატარებენ. სკოლის მიღმა ცხოვრება მათთვის მნიშვნელოვანია. აუცილებელია, რომ დრო თამაშისთვისაც ჰქონდეთ, ასე სტრესის არიდებაც შესაძლებელია. დაბალანსებული დატვირთვით პროდუქტიულობა უმჯობესდება. 

თავისუფალი დრო აუცილებელია - მეგობრებთან და ოჯახთან გატარებული დრო უმნიშვნელოვანესია. ამიტომ, საჭიროა, რომ მოსწავლეებს ამისთვის, დღის განმავლობაში, ერთი საათი მაინც ჰქონდეთ.

ძალიან ბევრი საშინაო დავალება მოსწავლეებზე უარყოფითად აისახება - ეს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მოქმედებს. მაგალითად, იქმნება ისეთი პრობლემები, როგორიცაა სიმსუქნე, დეპრესია, ფსიქიკური აშლილობა, შფოთვა და თავის ტკივილი. 

„შავი ხვრელი“ - საშინაო დავალებებს ზოგიერთი მასწავლებელი შავ ხვრელს უწოდებს, რადგან ისინი ვერ ხედავენ, როგორ ასრულებენ მოსწავლეები დავალებებს, მუშაობისას რა რესურსებს იყენებენ და რამდენად დამოუკიდებლად წერენ მას. 

ამ სიტუაციიდან გამოსავალი შეიძლება შემდეგი იყოს - მასწავლებლებმა მოსწავლეებს საშინაო დავალება მაშინ მიცენ, თუ მას კლასში არ დაასრულებენ. ასე მათ შესაძლებლობა ექნენებათ, რომ დავალებები სახლში დაასრულონ. 


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ეს მოსწავლეები „არების“ გამო გამოცდებს არ ჩააბარებენ - ვის ეხება გამონაკლისი

სკოლის დირექტორთა უფლებები და ვალდებულებები მოსწავლე-მასწავლებელთა წინაშე - ის, რაც ყველა ლიდერმა უნდა იცოდეს

„მშობლებმა თავად გადაწყვიტეს ექსკურსიაზე წასვლა... ჩემი არანაირი ნებართვა არ არსებობს...“

რა შემთხვევაშია აბიტურიენტი ვალდებული 1-ელ აგვისტომდე განაცხადი წარადგინოს NAEC-ში

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს VI, VII და VIII კლასების მოსწავლეებმა

ღონისძიების სულისჩამდგმელები კლასის დამრიგებელი არაქსია ხანჯიანი და მუსიკის მასწავლებელი აიდა ბანდიკიანი იყვნენ

სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცა

სკოლის დირექცია მუდმივად უწყობს ხელს პედაგოგების პროფესიულ ზრდას და  მოსწავლეების ჩართულობას სხვადასხვა აქტივობაში

საინტერესო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება