სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

92 წლის ქალი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეა - მაგალითი, რომელიც გვარწმუნებს, რომ სწავლა გვიან არასდროსაა
21-02-2024
-
+


ალბათ, ყველას გაუგია ფრაზა - სწავლა გვიან არასოდეს არის. სწორედ ამის ნათელი დადასტურებაა ის შემთხვევა, რომელზეც ამ სტატიაში უნდა გიამბოთ. ჩრდილოეთ ინდოეთში, ბულანდშაჰრის დაწყებით სკოლაში, მოსწავლეთა ასაკობრივი დიპაზონი საგრძნობლად მას შემდეგ გაიზარდა, რაც სკოლაში 92 წლის სალიმა ხანი ჩაირიცხა. ის ბოლო წლებში, შვილიშვილთან ერთად, უტარ პრადეშის სკოლაში ხშირად დადიოდა. 

92 წლის ქალი სხვებისთვის მოტივაციის წყარო გახდა, მით უმეტეს, რომ რეგინში ქალების, დაახლოებით 30% წერა-კითხვის უცოდინარია. თავად მისი ამბავი კი მსოფლიო მასშტაბით გავრცელდა. სწორედ მას მიუძღვნა სტატია გამოცემა guardian-მა. სალიმა ხანის გავლენით, სკოლაში სწავლა მისმა ორმა რძალმა და სხვა ქალებმაც დაიწყეს. 

„ბოლო ორი წელია, რაც სკოლაში დავდივარ, ამ დროის განმავლობში, უმეტესწილად ვსწავლობდი“ - ამბობს სალიმა და ღიმილით აღნიშნავს, რომ სკოლამ თავდაპირველად უფასო ლანჩის გამო მიიზიდა. მას ბავშვობაში განათლების მიღების შესაძლებლობა არ ჰქონია, 14 წლის დააქორწინეს. შემდეგ კი, საარსებო წყაროსთვის, ფერმერად მუშაობდა და 4 ვაჟსა და ქალიშვილს ზრდიდა. მისმა შვილებმაც მწირი განათლება მიიღეს, მაგრამ როდესაც დაინახა, როგორ დადიოდნენ შვილიშვილებ სკოლაში, დაინტერესდა და თვითონაც შეუერთდა.

„სკოლაში იმიტომ წავედი, რომ სწავლა მიყვარს და მასწავლებლის ხელმძღვანელობით, ბევრი ვისწავლე. მან ბევრი რამ მასწავლა, მე ახლა დათვლა და წაკითხვაც შემიძლია, - ამბობს 92 წლის მოსწავლე.

სალიმა ხანის შვილიშვილი ნავინოორ ხანი კი აღნიშნავს, რომ ბებიამისს წერა უჭირს, რადგან კატარაქტა აქვს. „დროთა განმავლობაში ის სმენისა და მხედველობის გაუარესებასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეეჩეხა, მაგრამ ამან განათლების მიღებაში ხელი არ შეუშალა“, - ამბობს ხანი, სამშენებლო მუშაკი, რომელსაც ბებია და მისი 11 წლის ქალიშვილი ყოველ დილით სკოლაში მიჰყავს. 

ოჯახი ბებიის საზოგადოებაზე გავლენით ამაყობს. „ბევრმა გოგონამ სკოლაში სიარული ბებიას გავლენით დაიწყო, ამის გარდა, კიდევ 20-მდე ქალია, რომლებიც სწავლას შეუდნენ“,- აღნიშნავს ოჯახი.

პრატიბჰა შარმა, ჩაულის დაწყებითი სკოლის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სალიმა ხანის მაგალითს სხვა ქალების წახალისებაც შეუძლია. სწორედ მასწავლებელმა შეუწყო ხელი 92 წლის მოსწავლეს, სკოლაში ჩარიცხულიყო.

„ის ანბანს ვერ წაიკითხავს, მაგრამ შეუძლია ზეპირად ისწავლოს“, - ამბობს შარმა. 

სალიმა ხანმა ახლახან ტესტირება - წიგნიერების ეროვნული გამოცდა, შეასრულა და თუ ჩააბარა, ის სერტიფიკატს მოიპოებს, რომლითაც ადგილს ინდოეთის მზარდი წერა-კითხვის მცოდნე მოსახლეობას შორის დაიკავებს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება