| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ, 2024 წელს ამაღლებული, სადღესასწაულო განწყობით შეხვდნენ.
სკოლაში, საახალწლო ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა ჩაატარეს საკლასო ღონისძიებები. ბავშვებმა განასახიერეს ზღაპრის გმირები, თქვეს ლექსები, სიმღერები ცეკვები შესანიშნავად შეასრულეს.
ასევე სკოლაში უფროსკლასელებმა სპორტის მასწავლებელ გვანცა ცოტაძის ხელმძღვანელობით, მოაწყეს კოსტიუმირებული კარნავალი. ბავშვებმა შეასრულეს სიმღერები, ცეკვები და სხვადასხვა გასართობი აქტივობები.
მოსწავლეებმა მთელი სასკოლო საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს და განწყობა კიდევ უფრო აუმაღლეს.
ეს დღე დასამახსოვრებელი, ხალისიანი და ემოციებით აღსავსე იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
სკოლა სრულიად საქართველოს ულოცავს შობა-ახალ წელს და უსურვებს მშვიდობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის - ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი
საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ