სიახლეები
საინტერესო , რჩევები

როგორ უნდა მოიქცნენ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული აბიტურიენტები, რომ გამოცდებით მიღებული სტრესი ადვილად დაძლიონ
22-05-2018
-
+


ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი უკვე ორ ათეულ წელზე მეტია უნივერესიტეტში ლექციებს კითხულობს. სტუდენტის გაცნობისას, პირველ რიგში, იმას კითხულობს, რომელ ზოდიაქოს ნიშანშია დაბადებული. ამის მერე კი ხვდება, ვისთან როგორ სჯობს ურთიერთობა. თავად სამედიცინო აკადემიაში ბიოქიმიას ასწავლის. მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ ყველა მასწავლებელი პედაგოგიური ასტროლოგიის კურსს გაივლის, რათა თითოეული ბავშვისთვის სწავლება უფრო პროდუქტიული გახადოს.

მოახლოებული საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების წინ, Etaloni.ge-მ მიხეილ ცაგარელს ჰკითხა, როგორ უნდა მოიქცნენ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული აბიტურიენტები, რომ გამოცდებით მიღებული სტრესი ადვილად დაძლიონ და წარმატებებსაც მიაღწიონ.

– პრინციპი ერთია – ყველამ ნერვული სისტემა უნდა დაიმშვიდოს, რადგან პრობლემა სწორედ ნერვული სისტემიდან მოდის. რეკომენდირებულია ვარჯიშები, სუფთა ჰაერი, ბუნებასთან კონტაქტი... ყველა ადამიანი, რომელიც გამოცდაზე მიდის, ნერვიულობს. ნერვული სისტემის დასამშვიდებლად კი წამლების ყლაპვა კი არ არის საჭირო, როგორც ჩვენთან არის მიღებული, არამედ – ვარჯიში, სწორი დღის რეჟიმი, დროულად ძილი და  ა. შ.

– რაც შეეხება გამოცდების პერიოდს, ვარსკვლავები რომელ ზოდიაქოს ნიშანს რას უწინასწარმეტყველებენ?

– გამოცდების დროს, მაგალითად მაისის ბოლოდან ივნისის ბოლომდე, გადასარევი პერიოდია ჰაერისა და ცეცხლის სტიქიების ნიშნებისათვის – ტყუპების, სასწორის, მერწყულის, ვერძის, ლომისა და მშვილდოსანისთვის. ამ პერიოდში მათი ენერგოტონუსი მაღალია, განწყობაც უკეთესი აქვთ და ნერვული სისტემაც – სტაბილური. ამ დროს ყველაზე მძიმე პერიოდი აქვს  კირჩხიბს. რთული პერიოდი აქვს ასევე თხის რქას. დანარჩენი ზოდიაქოებისთვის კი საშუალო პერიოდია. თხის რქისა და კირჩხიბის ნერვული სისტემა და ორგანიზმის იმუნიტეტი ძალიან დაბალია და მეტი ძალისხმევა დასჭირდებათ, რადგან ისედაც ზედმეტად ემოციურები არიან.

25 ივნისიდან ივლისის შუა რიცხვებამდე, ყველაფერი რადიკალურად იცვლება და ფავორიტები ხდებიან მიწისა და წყლის ნიშნები. ჰაერისა და ცეცხლის ნიშნებს კი პრობლემები ეწყებათ. ყველაზე რთული პერიოდი კი ლომის ზოდიაქოს უდგება. ამიტომ, ლომისთვის უმჯობესი იქნება, 25 ივნისამდე დაამთავროს გამოცდები, თუმცა თვითონ ვერ დაგეგმავენ და ამიტომ, ვურჩევ, კარგად გამოძინებულები იყვნენ. ძილი არ უყვართ მოზარდებს. ჩემს სტუდენტებს ლექციებზე ეძინებათ, ზოგს კი უძილობის ფონზე სტრესი ემართება და რაც იციან, ისიც ავიწყდებათ. 26 წელია უნივერსიტეტში ვასწავლი და არასწორი დღის რეჟიმის გამო გადაღლილები დადიან. მყავდა ერთი სტუდენტი გოგონა, რომელიც ისე ნერვიულობდა ხოლმე, რომ სამი დღით ხმა ეკარგებოდა და ვეღარ ლაპარაკობდა. ვისაც ნორმალური ცხოვრების წესი აქვს, კარგად აბარებს ნასწავლს. ვინც ღამეს ათენებს და ნაქეიფარია, ტვინი არ უმუშავებს და აღარაფერი ახსოვს.

– დისციპლინით რომელი ზოდიაქო გამოირჩევა?

– ქალწული, შემდეგ კი თხის რქა და მორიელი, ძალიან დისციპლინიანები და შრომისუნარიანები არიან. ამ ზოდიაქოთი დაბადებულ სტუდენტებთან მუშაობა სასიამოვნოა, რადგან მეორედ შეხსენება არ სჭირდებათ. რასაც დაავალებ, აკეთებენ. კარგია კირჩხიბიც, თევზებიც, მაგრამ ესენი ზეემოციურები არიან. კირჩხიბზე მოქმედებს მთვარის ზეგავლენა. მთვარე იცვლის ხშირად ფაზებს და ამ დროს შეძლება უცბათ ამოუვარდეს თავიდან ცოდნა. ვერ ხვდებიან ხოლმე – იცოდა და სად წავიდა ეს ცოდნა. ამ დროს 3-4 წუთი უნდა აცალონ საკუთარ თავს და ცოდნა ისევ დაუბრუნდება. კირჩხიბს ასე ხშირად ემართება, რასაც პედაგოგები ვერ იგებენ და უცოდინარობაში უთვლიან. არადა, ეს უცოდინრობა არ არის – მთვარე შედის უარყოფით ველში, ძაბავს ამ ნიშანს და იხშობა მისი ტვინი.

არ შეიძლება მკაცრი იყო თევზებთან, თორემ შეიძლება ვეღარაფერი გიპასუხოს. რაც შეეხება ლომებს და ვერძებს, ეს ორი ნიშანი ძალიან ამპარტავანია. გონებამახვილები და კარგი ორატორები არიან, მაგრამ  – ზარმაცები. ამიტომ, ან ძალიან კარგი მოსწავლეები არიან, ან ძალიან ცუდები. იგივე შეიძლება ითქვას მშვილდოსანზეც. სიზარმაცე ცუდად მოქმედებს მათზე. ამ სამ ნიშანს აგიჟებს, როცა სხვაზე ეტყვი, შენზე უკეთესად მაბარებს, უკეთესად იცისო. ლიდერები არიან და ვერ იტანენ, როცა ვინმე მათზე უკეთესია. ასეთ დროს უფრო მოინდომებენ და კარგად ჩააბარებენ გამოცდებსაც. ეს მათთვის სტიმულატორია. იგივე მეთოდის გამოყენება არაფრით შეიძლება კუროსთან, რადგან ის სიზარმაცის დიდოსტატია. თუ ეტყვი, ვინმე შენზე უკეთესიაო, საერთოდ მიანებებს თავს და აღარ ისწავლის. ჯიუტია და საწინააღმდეგოდ მოიქცევა. თუ თვითონ არ მოინდომა, არანაირი შეგონება არ უშველის. ყველაზე ზარმაცი კუროა და მერე – მერწყული. მერწყულს ფანტასტიკური ტვინი აქვს და გონებამახვილობის უზომოდ ძლიერი პოტენციალი. ზოგჯერ ისეთი ენით გადმოსცემდნენ ხოლმე ჩემი მერწყული სტუდენტები სათქმელს, რომ აღფრთოვანებული ვრჩები, მაგრამ სიზარმაციდან გამომდინარე, ამ პოტენციალს ანადგურებენ.

სასწორს და ტყუპებს ძალიან მახვილი გონება აქვთ. კარგი გადმოცემის უნარი, მაგრამ ორივე გაორებულია. მთავარია, რომელი სასწორი და ტყუპი გელაპარაკებათ იმ დღეს. დილით ერთი იღვიძებს, რომელიც საღამოს საწინააღმდეგო ხდება. ერთი თუ დაგეშილია გამოცდის ჩასაბარებლად, მეორეს არ უნდა გამოცდა. მთავარია, რომელი ტყუპი ან სასწორი მივა იმ დღეს გამოცდაზე. თუ დაგეშილი მივა, ბრწყინვალედ ჩააბარებს, თუ არ ექნება ჩაბარების სურვილი და განწყობა, ვერ ჩააბარებს. ჩემი მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად გამოვიტანე ასეთი დასკვნები.

– ყველა სტუდენტზე იცით, რომელი რომელ ზოდიაქოს ნიშანშია დაბადებული?

– რასაკვირველია! ყველას ზოდიაქო  და მათი ფსიქოტიპის ყველა დეტალი ვიცი. მიმაჩნია, რომ ეს აბსოლუტურად ყველა პედაგოგმა უნდა იცოდეს. აუცილებლად უნდა გაიარონ მასწავლებლებმა პედაგოგიური ასტროლოგიის კურსი. მე ხუთი წელი ვკითხულობდი ილიაუნში პედაგოგიურ ასტროლოგიაში ლექციებს. მაშინ რექტორი ვახტანგ სართანია იყო და მას სურდა ასე. აუდიტორია სულ გადავსებული იყო.

როცა პედაგოგს 12 ფსიქოტიპის ბავშვი გიზის კლასში, უნდა იცოდე, ვინ რა ფსიქოტიპისაა, რომ სწორად ააწყო მასთან ურთიერთობა. მაგალითად, თხის რქა მძიმედ იმახსოვრებს ინფორმაციას. თუ დაიმახსოვრა, არასოდეს დაავიწყდება. ტყუპებმა შეიძლება დღეს გაიგონ და გაგცენ პასუხი, მაგრამ მეორე დღეს არაფერი ახსოვდეთ. თხის რქასთან 3–4–ჯერ დაგჭირდება გამეორება, მაგრამ თუ დაიმახსოვრა, 20 წლის მერეც ეცოდინება. სულსწრაფი, მაგალითად მერწყული პედაგოგი ღიზიანდება ნელი აზროვნებით, რომელიც თხის რქას ან კუროს ახასიათებს. ასეთი ბავშვები არ ესიმპათიურებათ, რაც პრობლემებს წარმოშობს. თუ პედაგოგი თხის რქაა, ითხოვს სიდინჯეს, კარგად მოფიქრებას, რასაც ვერ იტანს ტყუპი. ტყუპს არ აქვს მოთმინების უნარი. ვერ იტანს, როცა მასწავლებელი ეტყვის, ჯერ მოიფიქრე და მერე მითხარიო. ვერძი ჯერ ამბობს და მერე ფიქრობს... ამიტომ, პედაგოგებმა კარგად უნდა იცოდნენ, ვის როგორ მიუდგნენ. მე როცა ვსაუბრობ ვერძთან ან ტყუპებთან, სწრაფად  და ლაკონიურად ვლაპარაკობ. ისე, რომ ყურადღება არ გავუფანტო. პირდაღებული გისმენს ასეთ დროს. გადავალ თხის რქასთან და იგივეს უფრო ნელა ვპალარაკობ, 2-ჯერ ან 3-ჯერ ვუმეორებ.

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

როდიდან განახლდება მასწავლებელთა გამოცდები - დეტალები

მათემატიკის გამოცდაზე 4-მა აბიტურიენტმა დაიგვიანა - სტატისტიკა

მათემატიკის გამოცდიდან აბიტურიენტები უკმაყოფილოები გამოვიდნენ

ეკა დგებუაძე 2021 წელს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე იყო, მანდატურის სამსახურის ახალმა უფროსმა კი თავის მაოადგილედ დანიშნა

მასწავლებლებს შესაძლოა ხელფასი დააკლდეთ, თუ საბჭოს არჩევნებზე არ გამოცხადდებიან - სამინისტროს განმარტება

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

მოსწავლეები პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ და შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს

„სასკოლო საზოგადოება ულოცავს ედიკას დებიუტს და უსურვებს წინსვლას!“

 

 

 

საინტერესო

ათასობით მასწავლებელი „ფსიქოლოგიური აშლილობის“ გამო შვებულებას იღებს - იაპონიაში პრობლემა წლიდან წლამდე იზრდება

 

შვებულება ათასობით მასწავლებლისთვის  - „ფსიქოლოგიურ აშლილობას“ პედაგოგები იაპონიაში უჩივიან

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

სიახლეები
საზოგადოება