სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საბავშვო ბაღი სოფელს“ - ზაკის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებელთა ადვოკატირების კამპანია
29-12-2023
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა, საინტერესო ადვოკატირების კამპანია - „საბავშვო ბაღი სოფელს“, ჩაატარეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კამპანია, მიმდინარე წლის შემოდგომაზე პროექტის - „ახალგაზრდული ინოვაციები თემში წარმატებული საქმიანობისთვის“, ფარგლებში მოპოვებული მცირე გრანტით გაიმართა. 

როგორც, პროექტის ხელმძღვანელი, სკოლის ქართული ენის მასწავლებელი ცაულინა მალაზონია ამბობს, ბავშვის სიცოცხლის პირველი წლები გადამწყვეტია მისი განვითარებისთვის, თუმცა ზაკში და მის მიმდებარე სოფლებში - ბუღაშენში, ბალხოში, ტირკნაში სკოლამდელი დაწესებულება არ არსებობს.

სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად, პედაგოგმა, მოსწავლეების დიდი ჩართულობით, წამოიწყო აღნიშნული კამპანია.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ძირითადი აქტივობები იყო: თემში სკოლამდელი აღზრდის პოპულარიზაცია, ორენოვანი საინფორმაციო ბუკლეტების შექმნა და გავრცელება, კარდაკარ სიარული და მოსახლეობის მიერ ხელმოწერილი განცხადების ახალქალაქის მერიისა და განათლების სამინისტროსთვის წარდგენა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, 25 დეკემბერს, გაიმართა დასკვნითი ღონისძიება, სადაც მთავარი სტუმრები სკოლამდელი ასაკის პატარები და მათი მშობლები იყვნენ.

პატარებმა წარმოადგინეს ამ დღისთვის საგანგებოდ მომზადებული ნომრები, ბოლოს კი, მათ და პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები და სერტიფიკატები. 

პროექტის შედეგი გახლავთ: სასკოლო საზოგადოების, თემის, თვითმმართველობის მაქსიმალური ჩართულობა, ახალგაზრდებში ინიციატივის გამოჩენის, მოხალისეობის, ადვოკატირების უნარ-ჩვევების დახვეწა და განვითარება. 

აღსანიშნავია, რომ პროექტი დააფინანესებულია „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“, მიერ, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხარდაჭერით, ახორციელებს ასოციაცია „ტოლერანტი“. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება