| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, სკოლის მე-8ა კლასში, მუსიკის შთამბეჭდავი საშობაო გაკვეთილი ჩატარდა. მოსწავლეებმა სკოლაში, თემაზე - „შობის დღესასწაული და ქართული საშობაო სიმღერები” პრეზენტაცია წარადგინეს. პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა შობის დღესასწაულსა და ტრადიციებზე ისაუბრეს.
„კლასში, მათ წარმოაჩინეს ქართველ კომპოზიტორთა საშობაო სიმღერები, რომლებშიც საოცარი სითბოთი და სიყვარულით არის გადმოცემული შობის დღესასწაულის სიდიადე და განუმეორებლობა“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე.
აღნიშნული კლასის დამრიგებელი თეა ბობოხიძე, ხოლო მუსიკის პედაგოგი ქეთი რატიანი გახლავთ.
მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
ძლიერი ნალექი, თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი