სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები, სასწავლო პროექტის ფარგლებში, მუზეუმებს ეწვივნენ
28-12-2023
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა ეწყობა.

მათ შორის, მე-3 კლასის მოსწავლეები, მშობლებთან და დამრიგებელთან ერთად, ქუთაისის „ისტორიულ-ეთნოგრაფიულ“, „სპორტისა“ და „საბრძოლო დიდების“ ეროვნულ მუზეუმებს ეწვივნენ.

მოსწავლეები ჩართულნი არიან პროექტში - „ჩემი მოვალეობა და პასუხისმგებლობა“, ამიტომ პედაგოგმა, ქეთევან გედენიძემ, პროექტის ფარგლებში, საჭიროდ ჩათვალა მოსწავლეები მუზეუმების ისტორიულ საგანძურებს გაცნობოდნენ.

მოსწავლეები „ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში“ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ნიმუშებს, სპორტის მუზეუმში - სპორტსმენების ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის, ყოფილი სსრკ-ის, საქართველოს საერთაშორისო ტურნირებში მიღებულ ჯილდოებსა და თავად სპორტსმენთა ფოტოებს, ხოლო „საბრძოლო დიდების ეროვნულ მუზეუმში“, ქართული საბრძოლო ხელოვნების და ისტორიის ამსახველ მასალებს გაეცნენ.

„ვიზიტი მუზეუმში არის შესაძლებლობა, რომელიც მოსწავლეს ერთდროულად უვითარებს დაკვირვების, კვლევის, ანალიზისა და შეფასების, ინფორმაციის ეფექტურად აღქმის უნარს. დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა“,- წერს კლასის ხელმძღვანელი ქეთინო გედენიძე. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება