სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საინტერესო აქტივობებით გაჯერებული სამოდელო-საჩვენებელი გაკვეთილი ქუთაისის N40 სკოლაში 
28-12-2023
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ.

მასწავლებელ სალომე საგანელიძის სადამრიგებლო - მე-8 კლასში, პედაგოგმა ირინე ყურაშვიამ მათემატიკაში საინტერესო სამოდელო-საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარა, რომლის თემაც იყო „მართკუთხა სამკუთხედი“. გაკვეთილს სკოლის დირექტორი ნინო ვარდოსანიძე და სკოლის ინფორმაციული მენეჯერი მარიამ ივანიძე ესწრებოდნენ.

მოსწავლეებმა მართკუთხა სამკუთხედის თვისებები შეისწავლეს და მიღებული ცოდნა ამოცანების ამოხსნისას გამოიყენეს. მრავალფეროვანმა რესურსებმა, power-point-ში მომზადებულმა სლაიდებმა, თვალსაჩინოებებმა მოსწავლეებში ახალი საკითხის უკეთ გააზრება-გაგებას ხელი შეუწყო. მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით, მათ სხვადასხვა ტიპის ამოცანები ამოხსნეს. ასევე, პრაქტიკული შინაარსის მქონე ამოცანა განიხილეს, რომლის ამოხსნით ყოფა-ცხოვრებაში ცოდნის ტრანსფერი შეძლეს.

„მასწავლებელს სწორად ჰქონდა შერჩეული რესურსები. ბოლოს, ქალბატონმა ნინომ დადებითად შეაფასა გაკვეთილი, მოსწავლეთა ჩართულობა სწავლა-სწავლების პროცესში და უსურვა მათ წარმატებები“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ანაზღაურება 2880 ლარია - ახალი კადრების მისაღებად ვაკანსია მანდატურის სამსახურმა გამოაცხადა

მასწავლებლებისთვის ელექტრუნულ ჟურნალში მუშაობის და ცვლილებების შეტანის ვადა იწურება

შეიცვალა თუ არა აკრძალული ნივთების ჩამონათვალი - გამოცდები 2026

მოსწავლე სასტუმროს მეორე სართულიდან გადავარდა - სავარაუდოდ ბავშვები ექსკურსიაზე იყვნენ

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ღონისძიება მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა და არაერთი საგანმანათლებლო, შემოქმედებითი თუ საზეიმო ნომერი გააერთიანა

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება