სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

დისციპლინა პირველ კლასში - გამოცდილი ფსიქოლოგების რჩევები
25-06-2018
-
+


პედაგოგები ხშირად პირად საუბრებში კლასში დისციპლინასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობენ. რატომ ჩნდება დისციპლინის პრობლემები? როგორ გავუმკლავდეთ ურჩ ბავშვებს და ამასთან დავძლიოთ სიბრაზე და გაღიზიანება?

სტატიაში რამდენიმე ეფექტურ რჩევას იხილავთ, რომელსაც გამოცდილი ფსიქოლოგები გვიზიარებენ.

დისციპლინა დაწყებით კლასებში

დისციპლინა პირველ კლასში - ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია ბავშვთა ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბებაში. საფუძველზე, რომელიც პირველ კლასში ჩაიდება, დამოკიდებულია მოსწავლის სწავლისადმი შემდგომი ინტერესი და დისციპლინა კლასში.

პირველკლასელებისთვის შემეცნება წამყვან ადგილზეა, მაგრამ სწავლის წყურვილთან ერთად თამაშის სურვილიც დიდია. ამ ორი სურვილის გადაკვეთაზე ყველაზე უკეთ ყალიბდება დისციპლინა კლასში.

აღსაზრდელებისთვის დისციპლინური უნარ-ჩვევების შესაძენად ფსიქოლოგები პედაგოგებს გუნდურ თამაშებს და შეჯიბრებებს ურჩევენ, რადგან ადამიანებს კოლექტივისტური აზროვნება გვახასიათებს. 

როდესაც თითოეულ მოსწავლეს კოლექტიურ საქმეში საკუთარი წვლილი შეაქვს, გამარჯვება უფრო ტკბილია. ამიტომ, მაშინაც კი როდესაც მასწავლებელი ერთი მოსწავლის ღირსებას უსვამს ხაზს, ყოველთვის უნდა გაკეთდეს აქცენტი იმაზე, რომ იგი სხვა მოსწავლეებს აძლევს მაგალითს ან მოზარდმა მცირე წვლილი შეიტანა გაკვეთილის საინტერესოდ წარმართვაში. 

თამაშით სწავლების მრავალფეროვანი მეთოდები მოსწავლეს საშუალებას აძლევს უკეთ კონცენტრირდეს დავალებებზე და დიდი ინტერესით ისწავლოს. ბუნებრივია, 1-ელი კლასის მოსწავლის დისციპლინირებულობაში მშობლის როლი დიდია.

მშობლები, რომლებსაც ასევე აწუხებთ პირველკლასელი შვილის დისციპლინა მასწავლებელს რჩევას ვერ აძლევენ, მიუხედავად იმისა, რომ მათზე ძალიან ბევრი არის დამოკიდებული. ბავშვს განწყობა ოჯახიდან მოყვება და თუ ის დედის მხარდაჭერას არ გრძნობს, მისი საქციელი „უცნაური“ ხდება. მშობლები და მასწავლებლები კი ზეწოლას აგრძელებენ ბავშვზე, რომელსაც ჯერ სკოლაში ადაპტირება არ მოუსწრია.

ყველაზე ცუდია, როდესაც საქმეში ყვირილი ერთვება. ზოგიერთები კი, მათი აზრით, უყურადღებო და ზარმაცი პატარების ცემას იწყებენ. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ასეთ ქმედებებს ბავშვის ფსიქოლოგიური და გონებრივი განვითარების შეფერხებამდე მივყავართ. შემდეგ კი საქმეში „ჩაკეტილი წრე“ ერთვება. თუ სწავლის მიმართ ინტერესი ეცემა, მაშინვე ჩნდება დისციპლინის პრობლემები.

ბავშვს თუ ოჯახში მშვიდი გარემო აქვს, იგი მეტად დისციპლინირებულია. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ბავშვმა შესაძლოა ბევრად მეტი დაცულობა იგრძნოს სკოლაში, სადაც მას არ ამცირებენ და პირიქით მის დახმარებას ცდილობენ. 

მასწავლებელს, რომელსაც ეს პოსტულატები არ ესმის და მოსწავლეების დამცირებას აგრძელებს დისციპლინის დამყარება უჭირს. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში

მასწავლებლის სახლმა კადრების შერჩევა დაიწყო - ანაზღაურება და კონკურსის დეტალები ცნობილია

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პოლოს ტიპის მაისური, როლინგი... - კიდევ რა შეგიძლიათ ჩააცვათ ბავშვს პიჯაკის ქვეშ და რა გამონაკლისები დაიშვება ფორმებზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„გვყავს 7 წარმატებული კურსდამთავრებული, რომელთა მიღწევაც ჩვენი სკოლისთვის დიდი სიამაყისა და სიხარულის საფუძველია“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება