| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მოსწავლეთა განვითარებაზე ზრუნავს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლაში წლებია, რაც არჩევით საგნად ასტრონომია ისწავლება.
სკოლას მემორანდუმი საქართველოს ევგენი ხარაძის სახელობის ასტროფიზიკურ ობსერვატორიასთან აქვს გაფორმებული. ობსერვატორიის დირექტორმა - რევაზ ჭანიშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის - გიორგი ამილახავარის თანხმობით, დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლას ტელესკოპი (Toressen Reflector114EQ) უსასყიდლოდ, უვადოდ გადასცა.
გარდა ამისა მე-8, მე-11 კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა მოეწყო, სადაც საინტერესოს ისაუბრეს, ასევე, შემდგომი ამოცანები და მიზნები დაისახა.
„ყოველივე ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეთა დაინტერესებას ასტრონომიის, ასტროფიზიკის და კოსმოსური მეცნიერების სფეროში საგანმანათლებლო მეცნიერების პოპულარიზაციას.
მადლობა განათლების სამინისტროსა და ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექციას“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის - ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი
საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ