სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ორბელის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი კალათბურთში მუნიციპალური შეჯიბრის გამარჯვებულია
15-12-2023
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მოსწავლეებში სპორტისადმი სიყვარულის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

მოსწავლეები, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში, ამჯერად, კი კალათბურთის, მუნიციპალურ შეჯიბრში ჩაერთნენ და წარმატებით იასპარეზეს.

ღონისძება ცაგერის მუნიციპალიტეტის გელა ხვადაგიანის სახელობის სპორტულ დარბაზში, მერიის განათლებისა და კულტურის სპორტის სამსახურის კოორდინაციით, კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.

შეჯიბრში მონაწილეობდნენ: ორბელის, ცაგერის, ლასურიაშის და ქვედა ცაგერის სკოლების გუნდები.

საბოლოოდ კი, პირველი ადგილი მოიპოვა ორბელის საჯარო სკოლის გუნდმა. მოსწავლეებმა ღირსეული პირველობა დაიმსახურეს და სასკოლო საზოგადოებას სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს.

„ვულოცავთ ამ ღირსეულ გამარჯვებას ჩვენი სკოლის გუნდს და მასწავლებელს - ნუგზარ ბურჯალიანის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

მათთან 21 ბავშვი მკურნალობდა ნოროვირუსული გასტროენტერიტით და საშუალო სიმძიმის მდგომარეობა ჰქონდათ

საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება