| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებს გარემოს მოფრთხილებასა ასწავლიან. სწორედ ამიტომ, ისინი სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლები და VIII-XI კლასების მოხალისე მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების პედაგოგის - ნინო დოლიშვილის ხელმძღვანელობით, გარემოსდაცვითი საქველმოქმედო ორგანიზაცია „სადაგის“ ორგანიზებულ დასუფთავების ერთობლივ აქციას შეუერთდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, აქციაში მონაწილეობის მისაღებად 39 სკოლის 1000-ზე მეტი მოსწავლე და მასწავლებელი შეიკრიბა რეგიონში არსებული დანაგვიანებული ტერიტორიების დასასუფთავებლად.
ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
„მოსწავლეებმა პრემიერ მინისტრის პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაციის მომლოდინე, საკუთარი სკოლის ეზო ფოთლებისა და სხვადასხვა ნარჩენისგან დაასუფთავეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
გარემოს დასუფთავების ერთობლივმა აქტივობებმა, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან აიღო სტარტი და გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს - 5 ივნისს ფინალური ეტაპით შეხვდება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
პირველკლასელთა ასაკის ცვლილებაზე პარლამენტში პეტიცია მეორედ დარეგისტრირდა - რა არგუმენტები აქვთ მშობლებს და როდის განიხილება საკითხი
„აღმზრდელებისა და მასწავლებლების ხელფასები ყოველწლიურად გაიზრდება - კანონპროექტში ეს ჩანაწერი არსებობს“
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
პატარებმა წიგნიერების სამყაროში პირველი ნაბიჯი დიდი ენთუზიაზმით გადადგეს
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი