| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებით დატვირთულ გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-10 კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ჩატარდა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია თემაზე - „გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე“, რომელსაც პედაგოგი ქეთევან სვანიძე ხელმძღვანელობდა.
დავალების ფარგლებში, მოსწავლეებს უნდა წარედგინათ თავიანთი ხელით დამზადებული ბროშურები, რომლის მიზანი იყო ტურისტების დაინტერესება ამ მხარეში მოგზაურობით.
მოსწავლეებმა აღნიშნული აქტივობები დიდი მონდომებით შეასრულეს. მათ ბროშურებში მიუთითეს გრიგოლ ხანძთელის მოგზაურობის მარშრუტი, დაურთეს ძეგლების ფოტოები, მოიძიეს და გადმოსცეს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ სად, როდის და როგორ აშენდა ესა თუ ის ძეგლი.
„მათ შერჩეული ჰქონდათ შესაბამისი ლექსიკა, სტილი და ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები“, - გვიყვებიან სკოლაში.
პრეზენტაციამ საინტერესოდ ჩაიარა და მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები მოსწავლეთა ცოდნას მეტად წარმოაჩენს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ