სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ობუჯის თემის N1 სკოლის ინგლისური ენის კლუბმა მადლიერების დღე აღნიშნა
30-11-2023
-
+


გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში შეიქმნა ინგლისური ენის კლუბი სახელწოდებით „English club Speaking hub“, რომელსაც ინგლისური ენის მასწავლებელი თამარ მაქაცარია ხელმძღვანელობს.

კლუბი წინასწარ შედგენილი გეგმით მუშაობს, რომლის წევრები სისტემატიურად იკრიბებიან.

კლუბის წევრებთა მორიგი შეხვედრა /Thanksgiving / - „მადლიერების დღის“ აღსანიშნავად გაიმართა.

კლუბის ხელმძღვანელის თხოვნით, მუსიკის მასწავლებელმა - რუსუდან არახამიამ მოსწავლეებს ამ დღისადმი მიძღვნილი ინგლისურენოვანი სიმღერა შეასწავლა, რომელსაც ჟესტების თანხლებით მღერიან.

აღნიშნულ დღეს მოსწავლეებმა ლამაზად გაფორმებული კედლის გაზეთი გამოუშვეს. 

„ბავშვებმა სიმღერით, სიტყვებითა და ტრაფარეტებით გამოხატეს მადლიერება უფლის, მშობლების, მასწავლებლების, კლასელებისა და მეგობრებისა მიმართ. იმის მიმართ, რაც კი გაგვაჩნია“, - გვიყვებიან სკოლაში.

მადლიერების დღე, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, უკვე საერო დღესასწაულად ითვლება და კლუბის წევრების სურვილით სკოლაში ყოველ წელიწადს აღინიშნება.

„მადლობა თამარ და რუსუდან მასწავლებლებსა და კლუბის წევრებს ამ ლამაზი ღონისძიებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მადლიერების დღე არის დღესასწაული, რომელსაც უმეტესად შეერთებულ შტატებსა და კანადაში აღნიშნავენ და ტრადიციულად  ზეიმობენ ნოემბრის ბოლო ხუთშაბათს. მას აღნიშნავს ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი რელიგიური წარმომავლობისა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება