| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
სკოლაში მიმდინარე პროექტის - „კულტურული მრავალფეროვნება“ ფარგლებში, სახელმწიფო ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ინიციატივით, ჩატარდა საინფორმაციო კვირეული - „ჩემი საქართველო აქ არის“.
კვირეულის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ისტორიასა და მათთვის დამახასიათებელ თავისებურებებს. საბოლოო აკორდი კი იყო მოძიებულ- დახარისხებული ინფორმაციის პრეზენტაციის სახით წარმოდგენა იყო.
აქტივობაში V-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო კუთხისთვის დამახასიათებელი ადათ-წესები, კულტურული თავისებურებები და გასტრონომია (სამზარეულო).
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს განუვითარდათ ინფორმაციის მოძიების, დახარისხებისა და საპრეზენტაციო უნარები. ამაღლდა მათი ცნობიერება, როგორც ისტორიულ-გეოგრაფიულ, ასევე მოქალაქეობრივ და ლიტერატურულ ჭრილში. ერთსულოვნება იყო სკოლის მასშტაბით.
„მადლობა სახელმწიფო ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრას - მის ხელმძღვანელს ხათუნა ბერაძეს, კლასის დამრიგებლებს, ყველა მასწავლებელს, მშობლებს და საუკეთესო შემსრულებლებს - მოსწავლეებს;
ხიდრის საჯარო სკოლის საზოგადოება მუდამ ერთად დგას და უამრავ საუკეთესო აქტივობას განახორციელებს სკოლის, ჩვენი საუკეთესო მოსწავლეების კეთილდღეობისათვის - „ძალა ერთობაშია“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ