სიახლეები
სკოლები

„გისოსებს მიღმა“ - დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი მორიგ საინტერესო ნოველას გვიზიარებს
28-11-2023
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი საკუთარი შემოქმედებით ხშირად გვანებივრებს.

ამჯერად, ის მორიგ ნოველას - „გისოსებს მიღმა“ გვიზიარებს.

ნოველაში, პედაგოგი ერთი გოგონას სევდიანი სიყვარულის ისტორიას გვიყვება, რომელსაც პატიმარი შეუყვარდა, თუმცა ამ სიყვარულმა მას დიდი ტკივილი გამოაცდევინა. მიუხედავად ბევრი სირთულისა, მთავარმა პერსონაჟმა საკუთარ თავს სძლია და ტკივილი ძალად აქცია. 

                                                                           გისოსებს მიღმა

იმდენჯერ შეიძლება იფიქრო, იტირო, განიცადო განვლილი წლები, რომ არ არის გამორიცხული გაურკვევლობაშიც დაიკარგო. საღად ვათვითცნობიერებ, რომ ამაოება წამებში ცვლის მოვლენებს,  ზოგს შენს საკეთილდღეოდ და ზოგსაც ბედისწერის განგებით. 

იმ დღეს ძალიან წვიმდა, როგორ წვიმდა ვერც კი წარმოიდგენთ! ცა სევდიანად გვისველებდა გულისპირს და ჭრილობიდან გადმოსული სისხლივით ეწვეთებოდა სხეულის იმ ნაწილს, რომელიც უსაზღვრო ემოციურ ზეგავლენას ახდენდა ჩემს განწყობაზე, გაუსაძლის მარტოობას ვგრძნობდი. ნეტავ შემეძლოს ჩემს ტკივილზე თამამად საუბარი, სახლში ხომ ასკეტი ბერივით ვდუმდი, გაზაფხულის ტუკივით ვტკეპნიდი ნაღველს. არავინ მყავდა მსმენელი, რომელიც სიყვარულს მაგრძნობინებდა. თვალები მივლულე, შინაგანი ინსტიქტით ავკრიფა ნომერი და დავუკავშირდი უცხო აბონენტს. გავიდა ერთი ზარი... ორი... სამი...

- გისმენთ... საოცარი ხმის ტემბრი თითქოს ელოდა ახალ ნაცნობობას...

- გისმენთ...

- გამარჯობა...

- ნომერი შემეშალა უკაცრვად.

- რას ბრძანებთ...

- მე დავითი მქვია თქვენ?

- ნანა...

ასე იწყება ხოლმე ზღაპარი, სადაც წარმოსახვითი გმირი ხარ.  ათვითცნობიერებ, რომ სპონტანურად დაწყებულ ურთიერთობას ორი უკიდურესობა აქვს, ან ცამდის აგამაღლებს ან მიწაზე დაგანარცხებს. საკუთარი შავბედითი აზრებით მაგიურ შელოცვას უკეთებ მომავალს...

იმ დღეს დიდი ხანი ვისაუბრეთ, გავარკვიეთ რომ ორივე საერთო ჰანგებზე ვიყავით აწყობილი,  სწორად ეს გახლდათ ურთიერთობის საყრდენი, ამ ფანტაზიას დაერთო ის ფაქტიც, რომ დავითი პატიმარი იყო ... ამის გაგონებაზე შემეშინდა თუ არა?

არა! იმდენად თბილ აურას აფრქვევდა, რომ პირიქით, თითქოს მხსნელადაც კი მომევლინა. აღარც წვიმა მიმძიმებდა კაეშანს და აღარც  გული გრძნობდა მარტოობას. გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით გაფრენას ვლამობდი .

ყოველდღე პატიმართან საუბარი სენივით გადამდები გახდა, მიჭირდა უიმისოდ, ვგრძნობდი რომ „დამოკიდებული“ გავხდი ეს კი ყველაზე საშინელი მდგომარეობაა, როდესაც მესიასავით უმზერ მოკვდავს და მასში უფლის სახეს ხედავ.

ჯერ ხმამ მიმიზიდა, შემდეგ თავდაჯერებულობამ და სიამაყემ. ყველაფრის კულმინაცია კი მცირე დროში გაჩენილი გრძნობა იყო, ალბათ იმიტომ რომ ძალიან მსურდა ვიღაცას ცხოვრებაზე მეტად ვყვარებოდი, მაგრამ ვის?

ფოტო ტელეფონის საშუალებით გადმომიგზავნა, მოვიხიბლე მისი განიერი მხრებით, სპორტული  ტანით ცისფერი თვალებით და შავი ყორნისფერი თმით. ის რამდენად მოიხიბლა ჩემით ეგ სხვა საკითხია! არაფერი უთქვამს სიჩუმე არჩია! ამ ხნის განმავლობაში პირველად გამიელვა ყრუ ტკივილმა, თუმცა არ შევიმჩნიე, ალბათ ასაკის ბრალია, ის ხომ 10 წლით უფროსი იყო ჩემზე და ფიქრიც უმალ დაუბრუნდა ჩვეულ კალაპოტს, მთავარია, რომ ბედნიერი ვარ და მიყვარს.

ერთხელ, როდესაც დავურეკე , ტელეფონი მიუწვდომელი იყო,  ალბათ ენერგიის წყაროსთან არა აქვს წვდომა და როგორც კი მოაგვარებს დამიკავშირედება, მაგრამ არა! ის დღე გაუსაძლისი გახდა საშინლად გაიწელა, გავერანდა ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, კაეშანი ლოდივით  დამაწვა გულზე.

გავიდა დრო და ნელ-ნელა ვეგუებოდი ყოფით ცხოვრებას, რომელსაც ჭირივით ვარიდებდი თავს, მძულდა უკან დაბრუნება სწორად ისე როგორც ტუსაღს სძულს საკანი, უნიათო სახით ჩავსჩერებოდი ტელეფონს და ველოდი მის ზარს... ზარი კი იგვიანებდა!

ხანდახან უაზროდ დავდიოდი ქუჩაში და ვერ ვგრძნობდი  უცნაურ მზერას, რომელიც დაჟინებით მაყოლებდა თვალს, არ მესმოდა გადატვირთული ქალაქის ქაოსი  ვერ ვხედავდი ვერავის, ამოღამებული თვალები  კი  ჩემს მძიმე  სულიერ მდგომარეობაზე მიუთითებდა.....

რატომ გადამხდა ეს პატარა ისტორია, ვერ გამეგო, განა ისედაც დამძიმებულ გულს ამხელა დარდის ზიდვა შეეძლო? სად გაქრა ის პიროვნება ან ვინ იყო? შეიძლება ასე დაუკითხავად შემოიჭრე ადამიანის ცხოვრებაში და შემდეგ უგზოუკვლოდ გაქრე?!

თურმე ყველაფრის გადატანა შეუძლია ადამიანს და მეც გადავლახე ეს პერიოდი, თუმცა რთულად, გაუსაძლისად, მაგრამ მე მაინც შევძელი... ირგვლივ არავინ მყავდა, ერთადერთი ძმის გარდა, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფებოდა, თითქოს გრძნობდა ჩემს მდგომარეობას და ყოველდღე მიკავშირდებოდა  თხოვნით, გავფრთხილებოდი თავს! უნებურად გავათვიცნობიერე რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, გონებამ თავად მიმიყვანა ეკლესიის გზამდე, ტაძარში მესანთლეთ დავიწყე მუშაობა   ყოველდღე ლოცვებს ვესწრებოდი, მიძინებულ სულმაც ნელ-ნელა იწყო გაღვიძება, მართალია სახეზე ღიმი არ დამთამაშებდა, მაგრამ სიკვდილზე ფიქრი  ხომ აღარ მიწამლიდა ყოველი დღის გათენებას...

ერთხელ გაუნძრევლად ვიდექი ხატებთან, თვალებდახუჭული ვავედრებდი უფალს საკუთარ სიცოცხლეს... მოულოდნელად გვერდით მდგომი ადამიანის საუბარი,  მომესმა ჯერ ერთის: 

- „ა, ძმაო, სვაბოდა“ როგორია ახლა იგრძნობ?

მერე მეორის:

- ყველაფერი შეცვლილი დამხვდა ვერ ვიცანი თბილისი...

- იმას ნახავ?

- რომელს?

- ოოოხ, ასეა  უკვე საქმე?

- კი აბა...

- დაანებე ამ გოგოებს თავი და დაოჯახდი, გეყო ასე უსაქმურად ცხოვრება,  ხომ იცი კაცი მაშინ ხარ, თუ ერთ ხეს დარგავ, შვილის გაზრდი და სახლს ააშენებ.

- მორჩი მორალის კითხვას. მე არ ვექვემდებარები წესებს, ჩემი კანონებით ვცხოვრობ!

თვალები ნელა გავახილე და უსიამოდ გადმოვხედე მოსაუბრეებს ერთ-ერთის სახეზე ნაცნობი  კონტურები ამოვიკითხე, იმ წუთას უსიამოდ გამიელვა წარსულმა, თავი ხელში ავიყვანე გავათვითცნობიერე, რომ  ის აღმაფრენა, რაც გულს მიხუთავდა უკვალოდ გამქრალიყო...

ჩვენ ამდენი ხნის მერე პირისპირ აღმოვჩნდით...

უსიტყვოდ შევაქციე ზურგი და გამოვბრუნდი, ეკლესიის ეზოში ხის სკამზე ჩამოვჯექი და ლოცვების წიგნი ავიღე,  უსიამო ფიქრებისგან თავის დაღწევას ვცდილობდი, როდესაც მოულოდნელად მისი ხმა შემომესმა...

- გამარჯობა, მე მგონი სადღაც მინახავხართ?!

- კი, როგორ არა ხუთი წლის წინ გაგიცანით, გულმოდგინედ ვსაუბრობდით: პოეზიაზე, ერთგულებაზე რომანტიკაზე და მერე თითქოს გრძნობაც გაჩნდა, სავარაუდოდ ისე დაგაბრმავათ და დაგაყრუათ სიყვარულმა, რომ  მოულოდნელად ჩემი ყველა კონტაქტი უპასუხოდ დატოვეთ...

მიწის ბელტებივით მივაყარე  წლობით დაგროვილი წყენა, ადრე თუ ყოველ სიტყვას თადარიგს ვუწევდი მხოლოდ იმის გამო, რომ მასთან სიახლოვე მეგრძნო. ახლა ჭირივით მოვირიდე თავიდან. თვითონაც გაკვირვებული მიმზერდა და ვერ გაეგო ისევ ის პატარა გოგონა ვიყავი თუ შემდგარი ქალი, რომელმაც გაიგო საკუთარი თავის ფასი და აღარავის  გაათელვინებდა ფეხქვეშ გრძნობებს!

- აი, თურმე...

- დიაღ ასეა!

- რა ნაძირალა გგონივართ ალბათ?!

- მგონიხართ არა ...

- კი ბატონო, სრული უფლება გაქვთ ასე იფიქროთ, თუმცა გეტყვით, რომ არასოდეს მყვარებიხართ!  გულწრფელობა ყველაზე ამაღლებული თვისებაა, რაც არ გაკლიათ, მეც თქვენ მოგბაძავთ! სამწუხაროდ, გისოსებს მიღმა „უცვოდველი კრავებივით“ ვიქცევით, გამუდმებით მსხვერპლის როლს ვთამაშობთ, სენტიმეტებით ვხალრთავთ ობობის ქსელს და ვინც შიგნით გაებმევა მასზე ვახდენთ ჩვენი დროის ლიმიტირებას. საკანი სულ სხვა ზეგავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოლოგიაზე. ისე კი მინდა გითხრა, რომ თქვენნაირ სუფთა ადამიანს არასოდეს შევხვედრივარ, სწორად მაგიტომ მოგარიდეთ თავი.

- მერე გეთქვათ სათქმელი და ისე წასულიყავით,  დაუმსახურებული დუმილი ყველაზე დიდი განაჩენია  ალალმართალი ადამიანისთვის....

- მაგაში გეთანხმებით, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ გამიჭირდა თქმა... რატომ  არ ვიცი!

- ეტყობა რაღაც ადამიანურმა გაიღვიძა თქვენში!

 - ახლა უნდა დაგტოვოთ, ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ!

- მშვიდობით!

მე ცივად გამოვბრუნდი, ცეცხლივით გამიელვა ნაცნობმა ტკივილმა და გულწრფელად გავბრაზდი ჩემს უსუსურობაზე, როგორი მიამიტი ვყოფილვარ! თუმცა, ამაყი ვარ, რომ ტყუილის გარეშე ავაგე    წრფელი და ალალმართალი გრძნობები!

იმის მერე აღარც მინახავს დავითი ან ასეთი პირმომთნე ადამიანს რა უნდა ტაძარში,  ჩვენ რა უფლება გვაქვს განვსაჯოთ, მაგრამ მაინც. წლები ულმობლად მიდიოდა და მეც ნელ-ნელა ავუღე ცხოვრებას ალღო, იქვე ტაძარში გავიცანი ერთი მშვიდი კეთილსინდისიერი სტიქაროსანი, გადავწყვიტეთ ოჯახი შეგვექმნა, მოძღვარმა დიდი სიყვარულით გვიკურთხა კერა... ერთი წლის თავზე კი პატარა ბიჭი შეგვეძინა. მეტეხის მიმდებარე დასახლებაში გვქონდა აღებული სახლი და ხშირად ვასეირნებდი ჩემს პატარას ტაძრის ეზოში,  ერთ  საამო დღესაც მზეს ვეფიცხებოდით, როდესაც მოულოდნელმა ხმამ დაარღვია ჩემი სიმყუდროვე...

- ეს თქვენი შვილია?

 გაუაზრებლად  დავუკარი თავი თანხმობის ნიშნად და თან მოსაუბრისკენ შემოვბრუნდი..

ისევ დავითი შემრჩა ხელში, თუმცა ახლა ძალიან გატეხილი მომეჩვენა და დასევდიანებული... თვალებიც ისე გაშმაგებით არ უელავდა, როგორც მაშინ, როდესაც ქვეყანას დაპყრობას ლამობდა.

- გამარჯობა, როგორ ხარ?

- ამას თუ ყოფა ჰქვია... იცი, მინდა გითხრა, ცოდვებისთვის დავისაჯე.

- უკაცრავად?

- ძალიან ცუდად ვარ, ფაქტობრივად ვკვდები და სამწუხაროდ, წყლის მომწოდებელიც არავინ მყავს,  ასეთ ცხოვრებას ცხოვრება აღარ ჰქვია! ხანდახან თუ მოვიკეფ ძალას, რომ საზოგადოებას შევერიო და აი, განგების ნებით კვლავ შეგხვდით. შეწუხებული გასავათებული თვალებით გადახედა ბავშვს, ღრმად ამოისუნთქა და განაგრძო...

- ისე ხომ შეიძლებოდა ეს ჩემი ვაჟკაცი ყოფილიყო... თქვენ ხომ თავდავიწყებით უანგაროდ გიყვარდით!

- შეიძლებოდა! მე მთელი სიმკაცრით მივუგე, ბავშვს ხელი მოვკიდე და გამოვბრუნდი, გამოკვეთილად გავიგონე მისუსტებული ტონით ნათქვამი - „მაპატიეთ“, რომელსაც  უკვე შემოდგომის ფოთოლივით ფერი ჰქონდა დაკარგული...


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ლენტეხს ესტუმრა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ლენტეხს სტუმრობს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ცაგერს სტუმრობს
14 მაისს „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ონის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
სიახლეები
როგორ უნდა ნახოთ არის თუ არა დარჩენილი თავისუფალი ადგილები იმ სკოლაში სადაც ბავშვის  პირველ კლასში მიყვანა გსურთ
აკრძალულია ბავშვების მიმართ, ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ გარემოში ძალადობა -  ბავშვთა უფლებები
როდის გამოქვეყნდება გამოცდების განრიგი აბიტურიენტებისთვის - naec
ექოლალია ბავშვებში - რას ნიშნავს და რა უნდა ვიცოდეთ
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 20 მაისს დაიწყება - რჩევები მშობლებს
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მოსწავლეებმა ისაუბრეს თამარის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენების შესახებ
პროექტი განხორციელდა ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებლებლების ხელმძღვანელობით, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრნენ
გამოვლინდა გამარჯვებული გუნდიც. ბავშვებმა სხარტი აზროვნება და ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს
ტურნირში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
ბოლოს, კი კონკურსის ფარგლებში შექმნილი ყველა ნამუშევარი მათ სადემონსტრაციო კედელზე გააკრეს
საინტერესო
რა ტრადიციებთანაა დაკავშირებული სკოლის დამთავრება სხვადასხვა ქვეყანასა თუ კულტურაში
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
სიახლეები
საზოგადოება