| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სპორტულ აქტივობებში და ეწევიან ჯანსაღი ცხოვრების წესს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყოველი ახალი სამუშაო კვირა სასიამოვნო სიახლეებით იწყება, ამჯერად, სკოლაში რაიონის ფარგლებში მოპოვებულ გამარჯვებას ზეიმობენ.
ფრენბურთელ გოგონათა გუნდმა - „ფრენბურთის ეშმაკუნები“, დაამარცხა რაიონის სკოლების ყველა მონაწილე გუნდი და პირველი ადგილის მფლობელები გახდა, როგორც ფინალისტები კი, აჭარის ჩემპიონატისთვის დიდი მოლოდინებითა და საბრძოლო განწყობით ემზადებიან.
სკოლაში განსაკუთრებული და ამაღლებული მოტივაცია იგრძნობა, გუნდი კი დიდი შემართებითა და ენთუზიაზმით ემზადება აჭარის ჩემპიონატზე გასასვლელად.
სასკოლო საზოგადოება გოგონებს ულოცავს მიღწეულ წარმატებას და წინსვლას უსურვებს.
„ნორჩ ფრენბურთელებს ვუსურვებთ წარმატებასა და გამარჯვებას, მალე აჭარის ჩემპიონობა მიგველოცოს მათთვის. გამარჯვებას ვულოცავთ სკოლის დირექტორს, ბატონ მიხეილ ხალვაშს თავის უძლიერეს პედაგოგიურ კოლექტივთან ერთად, განსაკუთრებით კი, ვულოცავთ სკოლის სპორტის მასწავლებლებს: რემზი ბერიძეს, ციცინო ჭაღალიძესა და მარი ბოგვერაძეს... მუდამ გამარჯვებული და გამორჩეული ყოფილიყოს ჯიხანჯურის საჯარო სკოლა, თავისი საინტერესო სასწავლო აქტივობებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასლა:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში