სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქსოვრისის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის 186-ე დაბადების დღეს ღონისძიება მიეძღვნა 
09-11-2023
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის - ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 186-ე წლისთავი საინტერესოდ აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, მე-4 კლასში ლამაზი და საინტერესო ღონისძიება - „სიკეთით სძლიე შენს მტერსა, ერიდე სისხლით ზღვევასა: სულგრძელობითა ძლევა სჯობს ვაჟკაცობითა ძლევასა“ ჩატარდა, სადაც ბავშვებმა მწერლის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს.

ღონისძიებაზე მეოთხეკლასელებმა ასევე დიდ ქართველ საზოგადო მოღვაწეს ლექსები მიუძღვნეს და მისი გამონათქვამები წაიკითხეს. ბავშვებმა ილია ჭავჭავაძის ცხოვრება, მოღვაწეობა გაიხსენეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

ღონისძიებას პედაგოგი ნინო ბერიძე ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, რომ ილია ჭავჭავაძე 1837 წლის 8 ნოემბერს, ყვარელში, დაიბადა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

     
               
 










კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება