სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

„ჩვენ ყოველთვის ვიქნებით „ეტალონის“ მხარდამჭერი!“ - ბათუმში „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში N26 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა 
09-11-2023
-
+


დიდი ჟრიამულითა და პოზიტიური ემოციებით, ბათუმში, „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი გაიმართა -  ჩემპიონატი, რომელიც მოაზროვნე და გონიერი მოსწავლეების აღმოჩენას ემსახურება და მომავალი თაობების ინტელექტსა და ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნავს. 

ბათუმში, მე-7 და მე-6 კლასებისგან დაკომპლექტებული გუნდები „ეტალონის“ სტატუსისთვის იბრძოდნენ და ერთმანეთს გონიერებაში ერკინებოდნენ. დაძაბული კონკურენციის ბოლოს, გამარჯვება ღირსეულმა გუნდა მოიპოვა. 

ჩემპიონატის გამარჯვებული ბათუმის N26 საჯარო სკოლის გუნდი გახდა, შემდეგი შემადგენლობით: ზურა კაკაბაძე (კაპიტანი) - VII კლასი, დეა დარცმელიძე - VII კლასი, ლანა მახარაძე - VII კლასი, სარა მიქელაძე - VII კლასი და ელენე სურმანიძე - VII კლასი.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ია შალამბერიძე - მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი და გოჩა დავითაძე - რესურსცენტრის უფროსი ესწრებოდნენ. ისინი Etaloni.ge-სთან ჩემპიონატის მნიშვნელობასა და მრავალწლიან თანამშრომლობაზე საუბრობენ. 



„ეტალონის“ მხარდამჭერი ბათუმის მერია უკვე წლებია. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი და პროდუქტიული არის ახალგაზრდებისთვის. პანდემიის შემდეგ, პირველად ჩავატარეთ ღონისძიება ადგილზე, თან განახლებული ფორმატით, ერთმანეთს მოსწავლეთა გუნდები ეჯიბრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები დიდი სიხარულითა და შემართებით ჩაერთნენ. 150-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, შესაბამისად აქტიურობა საკმაოდ დიდი იყო. იმდენად კარგი, ემოციური და შთამბეჭდავი იყო ღონისძიება, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რამდენად წარმატებულია პროექტი. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მნიშვნელოვანი პროექტის - „ეტალონის“ მხარდამჭერი! მადლობა კიდევ ერთხელ ამ ღირებული საქმისთვის“, - აღნიშნავს ია შალამბერიძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი. 

„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ჩატარდა ძალიან ორგანიზებულად. ამ ღონისძიებაზე ბავშვები დიდი სიხარულით მოდიან, ეძლევათ საშუალება თავიანთი ძლიერი მხარეების წარმოაჩინეს, ნიჭისა და უნარების დემონსტრირებისა და რაც მთავარია, უმაღლდებათ სწავლის მოტივაცია, საერთო ჯამში, მოსწავლეები იძენენ დიდ გამოცდილებას. ჩვენ ვისურვებთ, რომ კიდევ მრავალი წელი ასე წარმატებით გავაგრძელოთ თანამშრომლობა „ეტალონთან“, - აღნიშნავს გოჩა დავითაძე, რესურსცენტრის უფროსი. 

გამარჯვებული მოსწავლეების წარმატებით, განსაკუთრებით ამაყობს ბათუმის N26 საჯარო სკოლის დირექტორი - თამარ გოგიშვილი, რომელიც დიდი სიამაყით აცხადებს, რომ ეს გამარჯვება უკვე რიგით მეორეა და მოხარულია, რომ მოსწავლეების ასე აქტიურად ერთვებიან „ეტალონში“. 



„ნამდვილად მოულოდნელი იყო ჩემთვის, ჩვენი მოსწავლეების გამარჯვება, მიხარია რომ ამხელა კონკურენციას გაუმკლავდნენ და თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს! მოსწავლეებმა მიღწეული წარმატება, ყვირილითა და დიდი ზარ-ზეიმით, მახარეს. სკოლაში კი, როგორც მოსწავლეები ასევე პედაგოგი დიდი სიხარულით დაბრუნდნენ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდის თითოეული მოსწავლე მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა - ეს პროექტში გამარჯვებითაც დაადასტურეს. ძალიან მომწონს ეს პროექტი და დიდი მადლობა ბატონ გოჩას, რომ ამხელა სიხარულს ანიჭებს მოსწავლეებს, ჩემპიონატი აუცილებლად, ასეთივე წარმატებით მრავალი წელი უნდა გაგრძელდეს. ეს, ჩვენი სკოლის უკვე რიგით მეორე გამარჯვებაა „ეტალონში“, რითაც ძალიან ვამაყობთ“, - აღნიშნავს თამარ გოგიშვილი, სკოლის დირექტორი.

ასევე იხილეთ:

ღონისძიების ამსახველი ფოტოალბომი


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე 

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

 

 

სკოლაში სიამაყით გვიზიარებენ ეკოკლუბ „ყვირილას“ უმნიშვნელოვანესს მიღწევას

​დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, მოგონებებითა და სიყვარულით სავსე დღე იყო“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება